სოვეტაკან ვრასტან

„სოვეტაკან ვრასტან“ („საბჭოთა საქართველო“) — სომხური რესპუბლიკური გაზეთი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ორგანო. გამოდიოდა თბილისში1920 დეკემბრიდან კვირაში 3-ჯერ. თავდაპირველად გამოვიდა „კამირ ასტლის“ („წითელი ვარსკვლავი“) სახელწოდებით. 1923 წლის თებერვლიდან ერქვა „მარტაკოჩი“ („საბრძოლო ძახილი“), 1927 წლიდან — „პროლეტარი“, 1940 წლიდან კი —„სოვეტაკან ვრასტან“. სხვადასხვა დროს რედაქტორებად მუშაობდნენ:ა. ვართანიანი, ვ. ატრიანი, პ. პოღოსიანი, ა. გასპარიანი, ს. ვართანიანი, ზ. პოღოსიანი, ა. ბლრციანი. დაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით (1970). ტირაჟი 40 ათასი (1984).

ლიტერატურა

რედაქტირება