სობრადინიუს წყალსაცავი

სობრადინიუს წყალსაცავი (პორტ. Lago de Sobradinho) — წყალსაცავი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე სან-ფრანსისკუზე. ფართობი 4214 კმ², სიგრძე დაახლოებით 320 კმ, წყლის მოცულობა 34,1 კმ³,[1] მაქსიმალური სიღრმე 30 მ.[2] კაშხლის სიმაღლე 41 მ-ია, ხოლო საერთო სიგრძე 12,5 კმ. ჰესის სიმძლავრეა 1 050 300 კვტ. შედგება 6 ტურბინისაგან, რომელთაგან თითოეული 175 050 კვტ სიმძლავრისაა. სობრადინიუს წყალსაცავი აშენდა 1970-იან წლებში. შექმნილია ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და ნაოსნობის განვითარების მიზნით.[3]

სობრადინიუს წყალსაცავი
კოორდინატები: 9°28′00″ ს. გ. 40°48′30″ დ. გ. / 9.46667° ს. გ. 40.80833° დ. გ. / -9.46667; -40.80833
მდებარეობა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
სიმაღლე ზღვის დონიდან 392.5 
სიგრძე 320 კმ
ფართობი 4214 კმ²
მოცულობა 34.1 კმ³
საშუალო სიღრმე 8.6 
მაქსიმალური სიღრმე 30 
სობრადინიუს წყალსაცავი — ბრაზილია
სობრადინიუს წყალსაცავი