სმოლნის მონასტერი

სმოლნის მონასტერი (რუს. Смольный монастырь) — დედათა ყოფილი მართლმადიდებლური მონასტერი სანქტ-პეტერბურგში, რომელიც ფუნქციონირებდა 1744-1764 წლებში. ამ პერიოდში მონასტერი იმპერატრიცა ელისაბედ I-ის პირადი დაკვირვების ქვეში იყო, რომელსაც სურდა სიცოცხლის ბოლო წლების აქ გატარება. 1848 წელს ნიკოლოზ I-ის ბრძანებით ჩამოყალიბდა ახალი დედათა მონასტერი სახელწოდებით ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტერი.

სმოლნის მონასტერი
სმოლნის მონასტერი — რუსეთი
სმოლნის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′55″ ჩ. გ. 30°23′42″ ა. გ. / 59.94861° ჩ. გ. 30.39500° ა. გ. / 59.94861; 30.39500
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი გაუქმებული
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810656000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელი
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო
თარიღდება 1744

ელსაბედ I-ს სურდა აეშენებინა სავანე მცირე სასახლის ადგილზე სმოლნის სასახლის ტერიტორიაზე, იქ სადაც იმპერატრიცა ახალგაზრდობის პერიოდში დროგამოშვებით ცხოვრობდა. სამონასტრო კომპლექსში უნდა შესულიყო ტაძარი კარის ეკლესიით და საგანგებოდ მაღალი სამრეკლო, ასევე თავადთა შვილების ინსტიტუტი.

ტაძრის პროექტის შემუშავება დაავალეს სამეფო კარის არქიტექტორს ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელის. სმოლნის საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყეს 1748 წლის 30 ოქტომბერს. 1751 წელს ანსამბლის ყველა შენობის ფუნდამენტის ჩაყრის შემდეგ დაიწყეს კედლების ამოყვანა. მალე დაიწყო შვიდწლიანი ომი პრუსიასთან, რომლის დასრულების შემდეგ მშენებლობის დაფინანსება შეუძლებელი გახდა და მშენებლობაც ნელი ტემპით წარიმართა.

უკანასკნელი 14 მონაზვნის დაღუპვის შემდეგ 1797 წელს მონასტერი გააუქმეს. სმოლნის მონასტერი 1835 წელს დაასრულა არქიტექტორმა ვასილი სტასოვმა. მაღალი სამრეკლო თანხების არქონის გამო ვერ ააშენეს[1]. ტაძარში ღვთისმსხურება გაგრძელდა 1923 წლამდე.

XXI საუკუნეში ყოფილი მონასტრის შენობაში განთავსებულია სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის სხვადასხვა განყოფილებები. 2009 წლიდან ასევე განთავსებულია სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი.

კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი

რედაქტირება

1764 წელს ეკატერინე II-მ მონასტერთან დააარსა კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი, რომლის გახსნაც გაიმართა 1764 წლის 28 ივნისს. იგეგმებოდა გოგონებისათვის ესწავლებინათ მონაზვნებს, რომლებიც მოვიდოდნენ სხვადასხვა მონასტრებიდან. თუმცა მონაზვნებმა ეს ვერ შეძლეს. საბოლოოდ ეკატერინე II-მ აღიარა, რომ მონასტერს არ შეეძლო მომავალი თაობის აღაზრდა[2].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Воскресенские монастыри // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Сойкин П. П. Смоленский Воскресенский ныне упраздненный монастырь // Православные русские обители: Полное иллюстрированное описание православных русских монастырей в Российской Империи и на Афоне. — СПб.: Воскресение, 1994. — С. 187. — 712 с. — 20 000 экз. — ISBN 5-88335-001-1.
  1. Ефимов В. Заметки о строительстве Смольного монастыря в Петербурге დაარქივებული 2017-08-06 საიტზე Wayback Machine. . // Ардис: архитектура, реставрация, дизайн и строительство : журнал. — № 1, 2(45). — 2010.
  2. Воскресенскій Новодѣвичий монастырь въ С.-Петербургѣ. // Правительственный вѣстникъ. — 4 (16) ноября 1892. — № 241. — С. 2.