სლოვაკური ჩუვაჩი
სლოვაკური ჩუვაჩი, სლოვაკური ნაგაზი[1] (სლოვაკ. Slovenský čuvač) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია სლოვაკეთში შუა საუკუნეებში.
წარმოშობის ქვეყანა | სლოვაკეთი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ამ მთის ნაგაზის წარმოშობა უფრო მოზრდილი უნგრული კუვასის წარმოშობის მსგავსია. ეს ჯიში თითქმის განადგურდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ომის შემდეგ ანტონინ პრუზამ (ქალაქ ბრნოში განლაგებული ვეტერინარული სკოლიდან) წარმატებით ჩაატარა ამ ჯიშის გამრავლების პროგრამა. მშვიდი, ძლიერი, საკუთარი ტერიტორიისა და ფარის უშიშარი დამცველი ჩუვაჩი ძალიან ჰგავს თავის უახლოეს მეზობელ კუვასს. საერთაშორისო აღიარება ამ ჯიშმა 1969 წელს მიიღო და დღეს ის პოპულარული კომპანიონია.
გადარჩევის გზით მიიღეს მშვიდი, პატრონის მოსიყვარულე ცხოველი. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ჩუვაჩის ბალანს მუდმივი მოვლა სჭირდება და ეს ძაღლი არ გამოდგება იმ სახლებში, სადაც ძალიან ფასობს სისუფთავე. ჩუვაჩს აქვს ძლიერი კისერი, გრძელი ბალნით დაფარული კუდი, ძალიან დაკუნთული თეძოები, ფართო მკერდი, თეთრი ბალანი. ჩუვაჩი ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. კარგად ეგუება სიცივეს. ვერ ეგუება ბავშვებს და სხვა ძაღლებს. კარგი მოდარაჯეა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სლოვაკური ჩუვაჩი დაარქივებული 2014-12-24 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სააკაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 282.