სლივენის ოლქი

(გადამისამართდა გვერდიდან სლივენი (ოლქი))

სლივენი (ბულგ. Област Сливен) — ოლქი ცენტრაულ ბულგარეთში. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია სლივენი. სლივენის ესაზღვრება ბულგარული ექვსი ოლქი, ეს ტერიტორია იყოფა სამ თემად: კოტელი, ნოვა-ზაგორა და ტვირდიცა.

სლივენის ოლქი

ოლქიდან 288 კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი სოფია, 108 კილომეტრში მდებარეობს ქალაქი ბურგასი, ხოლო 108 კილომეტრში ვარნა.

მოსახლეობა

რედაქტირება

2001 წლის აღწერის შედეგად, ოლქში ცხოვრობს 218 474 ადამიანი. აქედან 163 188 ადამიანი არის ბულგარელი, 22 971 თურქი, ხოლო 26 777 ადამიანი რომას ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება