სკრის მეხილეობის საცდელი სადგური
სკრის მეხილეობის საცდელი სადგური — საქართველოს სსრ სასოფლო-სამეურნეო სახელმწიფო კომიტეტის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საცდელი სადგური, ისტორიული ძეგლი. დაარსდა 1932 წელს გორის რაიონის სოფელ სკრაში და იყო მეხილეობის ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო დაწესებულება საქართველოში. მდებარეობს სოფლის მახლობლად ქალაქ გორიდან 9 კმ.-ზე, სამანქანო გზის მარცხენა მხარეს. 1931 წელს თბილისშ დაარსდა ამიერკავკასიის მეხილეობის საცდელი სადგური, რომელიც 1932 წელს გადაკეთდა საქართველოს მეხილეობის საცდელ სადგურად და გადაიტანეს სოფელ სკრაში.
სადგურის შენობა ორსართულიანია, აგებულია ტუფის ნათალი ქვით. სადგურის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობდა ტექნიკური ლაბორატორიები, სხვადასხვა დამხმარე სათავსი, სასადილო, კლუბი, სპორტული დარბაზი.
სადგურს ჰქონდა მეხილეობის აგროტექნიკის, მევენახეობის, სელექციის ჯიშთმცოდნეობის, მცენარეთა დაცვისა და ფიზიოლოგიის განყოფილებები, აგროქიმიური და ტექნოლოგიური ლაბორატორიები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩიმაკაძე თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 84.