პოლ სკოულზი

(გადამისამართდა გვერდიდან სკოულზი, პოლ)

პოლ სკოულზი (ინგლ. Paul Scholes; დ. 16 ნოემბერი, 1974; სელფორდი, დიდი მანჩესტერი) — ინგლისელი ფეხბურთელი, რომელსაც მთელი საფეხბურთო კარიერა გატარებული აქვს პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედში“.

პოლ სკოულზი
პოლ სკოულზი 2008 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
პოლ სკოულზი[1]
დაბადების
თარიღი
16 ნოემბერი, 1974 (1974-11-16) (50 წლის)[1]
დაბადების
ადგილი
სელფორდი, ინგლისი
სიმაღლე 170 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1993–2013 მანჩესტერ იუნაიტედი 499 (107)
სულ 499 (107)
ეროვნული ნაკრები
1997–2004 ინგლისი 66 (14)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

დაიბადა სელფორდში, მოგვიანებით წავიდა ლენგლიში, სადაც დადიოდა ფეხბურთზე და კრიკეტზე. ის „მანჩესტერში“ აღმოჩნდა 14 წლის ასაკში მას შემდეგ, რაც შენიშნა სკაუტმა მისი სკოლაში თამაშისას. მისი დებიუტი შედგა 1994-95 წლების სეზონში. მალე ის გახდა კლუბის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, მოიგო ოქროს ჰეთ-თრიქი კლუბთან ერთად 1998-99 წლების სეზონში, მოიგო ათი პრემიერ ლიგის, სამი ინგლისის თასის და ორი ჩემპიონთა ლიგის მედლები.

სკოულზი ინგლისის ნაკრებში 1997 წლიდან 2004 წლამდე. ნაკრებთან ერთად იასპარეზა 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე, 2000 და 2004 წლების ევროპის ჩემპიონატებზე. კარიერის მანძილზე სკოულზს მიღებული აქვს 120 ყვითელი ბარათი და გაძევებული იყო მოედნიდან ათჯერ.[2][3]

სკოულზს „მანჩესტერის“ მაისურით ჩატარებული აქვს 677 შეხვედრა, ამ მაჩვენებლით ის მეოთხე ფეხბურთელია კლუბის ისტორიაში. სკოულზმა დიდი ფეხბურთიდან წასვლა დაგეგმა 2011 წლის 31 მაისს, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და გადაწყვიტა, რომ ეთამაშა 2011-12 წლების სეზონის ბოლომდე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 (2005) The PFA Premier & Football League Players' Records 1946–2005. Queen Anne Press, გვ. 548. ISBN 1-85291-665-6. 
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-24. ციტირების თარიღი: 2012-01-20.
  3. Poll, Graham. „Scholes must pass more and tackle less if he is to be remembered as a great“. Daily Mail. London.