სკანდოლის ბუნების ნაკრძალი
სკანდოლის ბუნების ნაკრძალი (ფრანგ. Réserve naturelle de Scandola) — ნაკრძალი საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე. დაარსდა 1975 წელს, მისი ფართობი 19.19 კმ²-ია, საიდანაც ხმელეთს 9.19 კმ² უჭირავს, ზღვას 10 კმ². მდებარეობს კორსიკის ცენტრალური ნაწილის დასავლეთ სანაპირო ზოლში. ტერიტორია მოიცავს გრანიტის წითელ კლდეთა სტრუქტურებს, რომლებიც ზოგან 900 მეტრ სიმაღლეს აღწევენ. აქ ბინადრობს ზღვის მრავალი ფრინველის სახეობა, გავრცელებულია არაერთი დაცული, ენდემური მცენარე. პარკის წყალქვეშა ნაწილი ასევე დიდი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა.
პორტოსა და ჟიროლატის ყურეები, კალანკ-დე-პიანა და სკანდოლის ბუნების ნაკრძალი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, viii, x |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 42°21′25″ ჩ. გ. 8°34′00″ ა. გ. / 42.35694° ჩ. გ. 8.56667° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1983 (მე-7 სესია) |
ნომერი | 258 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 258 ინგლ. • რუს. • ფრ. |
1983 წლიდან, ნაკრძალი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
გალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- UNESCO World Heritage Site profile
- UNEP-WCMC World Heritage Site datasheet დაარქივებული 2009-01-14 საიტზე Archive-ItCategory:Webarchive template other archives
- Pictures and description დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.