კალანკ-დე-პიანა
კალანკ-დე-პიანა (ფრანგ. Calanques de Piana) — პატარა უბეები კუნძულ კორსიკის დასავლეთ სანაპიროზე, პიანის კომუნასთან, აიაჩოსა და კალვის პროვინციებს შორის.
პორტოსა და ჟიროლატის ყურეები, კალანკ-დე-პიანა და სკანდოლის ბუნების ნაკრძალი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, viii, x |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 42°15′00″ ჩ. გ. 8°39′00″ ა. გ. / 42.25000° ჩ. გ. 8.65000° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1983 (მე-7 სესია) |
ნომერი | 258 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 258 ინგლ. • რუს. • ფრ. |
სანაპიროს გასწვრივ, გრანიტის წითელი კლდეები ზღვის დონიდან 400 მეტრის სიმაღლეზეა აღმართული. მათ შორის გაედინება ქალაქ პორტოსა და პიანის დამაკავშირებელი ვიწრო გზა. კლდოვან ლანდშაფტში გაყვანილია ფეხით სასიარულო გზები. მთლიანი არეალი საკმაოდ პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
1983 წელს, პორტოსა და ჟიროლატის ყურეებთან და სკანდოლის ბუნებრივ ნაკრძალთან ერთად, კალანკ-დე-პიანა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
გალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: