სკალდის მთავარანგელოზების ტაძარი

სკალდის მთავარანგელოზების ტაძარი — არქიტექტურული ძეგლი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფაყის ჩრდილო-დასავლეთით, სოფლიდან 5 კმ-ში, სკალდის მთაზე. ზღვის დონიდან 2210 მეტრზე. ადგილობრივების გადმოცემით სკალდის ტაძარი X-XI საუკუნეებში აშენდა, თუმცა მისი პირვანდელი სახე თითქმის წაშლილია[1]. სამონასტრო ცხოვრება 2013 წელს აღდგა[2].

სკალდის მთავარანგელოზების ტაძარი

ტაძრის მთავარ სიწმინდეს წარმოადგენს მთავარანგელოზების (მიქაელის და გაბრიელის) მოოქროვილი ხატი და ხატი მაცხოვრის გამოსახულებით. ტაძრის დღესასწაულია 21 ნოემბერი[2].

სვანეთში ყოველწლიურად აღნიშნავენ სკალდობას, დღესასწაული იმართება აღდგომის ყოველ მეშვიდე კვირას და ემთხვევა ქრისტიანულ სულთმოფენობას[3].

მთავარანგელოზების მოოქროვილი ხატი

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 14576