სიცოცხლის ფილოსოფია
სიცოცხლის ფილოსოფია — XX საუკუნის დასაწყისიდან გავრცელებული მიმდინარეობა ფილოსოფიაში. მისი წარმომადგენლები იყვნენ ა. ბერგსონი, უილიამ დილთაი, ოტო შპენგლერი, გ. ზიმელი, თ. ლიტი, ხოსე ორტეგა-ი-გასეტი. სიცოცხლის ფილოსოფია უპირისპირდება რაციონალიზმს და ზუსტ მეცნიერებებზე დაფუძნებულ კვლევას. სიცოცხლის ფილოსოფიის მიხედვით მეცნიერება და შემეცნებითი აზროვნება ვერ სწვდება სიცოცხლის მთავარ მახასიათებლებს, შემოქმედებითობას, სწრაფვას, ნებას. სიცოცხლის ფილოსოფიის უშუალო წყაროა ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფია. მისი წინამორბედები იყვნენ სიორენ კირკეგორი და შოპენჰაუერი. ტერმინი სიცოცხლის ფილოსოფია გაჩნდა 1827 წელს ფ. შლეგელის წიგნში „სიცოცხლის ფილოსოფია“, რომელიც ჰეგელის რაციონალიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული. 1950-იანი წლებიდან დაკარგა გავლენა.
ლიტერატურა
რედაქტირება- თევზაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 412.
- XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია, თბილისი, 1970