სიყვარული ჟამიანობის დროს (ფილმი)
სიყვარული ჟამიანობის დროს (ინგლ. Love in the Time of Cholera) — 2007 წლის ფილმი, რომელიც წარმოადგენს გაბრიელ გარსია მარკესის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას. ფილმმა გამოიწვია პროდიუსერისა და მარკესის დავა სასამართლოში საავტორო უფლებების გამო. ეს მარკესის ნაწარმოების პირველი ჰოლივუდური ეკრანიზაცია იყო.
„სიყვარული ჟამიანობის დროს“ | |
---|---|
ჟანრი | რომანტიკული |
დამდგმელი რეჟისორი | მაიკ ნიუელი |
პროდიუსერი | სკოტ სტეინდორფი |
სცენარის ავტორი | რონალდ ჰარვუდი |
ნაწარმოები |
სიყვარული ჟამიანობის დროს — გაბრიელ გარსია მარკესი |
როლებში | ხავიერ ბარდემი |
მუსიკა |
ანტონიო პინტო შაკირა |
ოპერატორი | ალფონსო ბეატო |
მონტაჟი | მიკ ოდსლი |
დისტრიბუტორი | New Line Cinema |
გამოსვლის თარიღი | 16 ნოემბერი, 2007 |
ხანგრძლივობა | 139 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $50 მილიონი |
შემოსავალი | $31 337 584 |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმი გადმოსცემს სამი ადამიანის, ფერმინა დაზას, ფლორენტინო არისასა და ექიმ იუვენალ ურბინოს სიყვარულის ისტორიას. მოქმედება 50 წლის მანძილზე, 1880-დან 1930 წლამდე მიმდინარეობს.
როლებში
რედაქტირება- ხავიერ ბარდემი - ფლორენტინო არისა
- ჯოვანა მეზოჯორნო - ფერმინა დასა
- ბენჯამინ ბრატი - იუვენალ ურბინო
- ჯონ ლეგუიზამო - ლორენცო დასა