სიუზი სიუ
სიუზან ჯენეტ ბელიონი, ცნობილია, როგორც სიუზი სიუ (დ. 27 მაისი, 1957) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი და ხმისჩამწერი პრიდიუსერი. ცნობილია, როგორც როკ-ჯგუფის Siouxsie and the Banshees (1976–1996) ვოკალისტი, რომელიც მან გიტარისტ სტივენ სევერინთან ერთად დააარსა. ჯგუფმა 11 სტუდიური ალბომი გამოუშვა. ბრიტანეთის სინგლების ჩარტში მოხვდა მათი სინგლები: „Hong Kong Garden“, „Happy House“ და „Peek-a-Boo“.
სიუზი სიუ | |
---|---|
სიუ 1980 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | სიუზან ჯენეტ ბეილონი |
დაბ. თარიღი | 27 მაისი, 1957 |
დაბ. ადგილი | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი |
|
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 1976-დღემდე |
საიტი | Siouxsie |
სიუზი სიუ ვიკისაწყობში |
სიუზიმ აგრეთვე დრამერ ბაჯისთან ერთად დააარსა ჯგუფი The Creatures (1981–2005), რომელთან ერთადაც ოთხი ალბომი ჩაწერა. ჯგუფის დაშლის შემდეგ სიუმ სოლო კარიერა დაიწყო. 2007 წელა მან ალბომი Mantaray გამოუშვა, რომელმაც კრიტიკული აღიარება დაიმსახურა.
AllMusic-მა სიუს „როკის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი მომღერალი“ უწოდა.[1] 2011 წელს მუსიკაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მომღერალს Q-ის ჯილდო მიენიჭა.[2]
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული ცხოვრება (1967-1976)
რედაქტირებასიუზან ჯენეტ ბელიონი 1957 წლის 27 მაისს ლონდონში დაიბადა. მისი მშობლები ერთმანეთს ბელგიის კონგოში შეხვდნენ, სადაც რამდენიმე წელი მუშაობდნენ. სწორედ კონგოში შეეძინათ მათ პირველი ორი შვილი, რომლებიც სიუზე 10 წლით უფროსები არიან. სიუზანის დედა, ბეტი, რომელიც შოტლანდიურ-ინგლისური წარმოშობის იყო, მდივნად მუშაობდა,[3] ხოლო მისი მამა, ბაქტერიოლოგი იყო. იგი წარმოშობით ვალონიიდან, ბელგიის ერთ-ერთი ფრანგულენოვანი რეგიონიდან იყო. 1950-იანი წლების შუა პერიოდში მათი ოჯახი კონგოდან ინგლისში გადავიდა.
ბელიონები კენტის საგრაფოს ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობდნენ. სიუ იზოლირებულად იზრდებოდა, მას არ შეეძლო სახლში მოეწვია თავისი მეგობრები, რისი მიზეზიც მისი უმუშევარი და ალკოჰოლიკი მამა იყო.[4] მიუხედავად ამ პრობლემებისა, სიუზი მამას განათლებულად და ნაკითხ ადამიანად მიიჩნევდა, რადგან სიფხიზლის პერიოდში იგი შვილს წიგნებისადმი სიყვარულს უზიარებდა.
ცხრა წლის ასაკში სიუზიმ და მისმა მეგობარმა უცნობი ადამიანისაგან სექსუალური ძალადობა განიცადეს. ამ ფაქტზე, როგორც სიუს მშობლებმა, აგრეთვე პოლიციამაც, არავითარი რეაგირება არ მოახდინეს.[5] ამის შესახებ ოჯახშიც კი არ უსაუბრიათ. ინციდენტის თანმდევმა მოვლენებმა სიუზის ზრდასრული ადამიანების მიმართ ნდობა დააკარგვინა,[6] რის შესახებამ მან მოგვიანებით ისაუბრა:
„ისე გავიზარდე, რომ ზრდასრულების, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ადამიანთა მიმართ, რწმენა არ მქონია. ოჯახში ყველაზე უმცროსი და თანაც მარტოსული ვიყავი, არავინ მყავდა, ვისაც გულს გადავუშლიდი, ამიტომ საკუთარი სამყარო, ჩემი პირადი რეალობა შევქმენი, სადაც საკუთარი თავი გარესამყაროსაგან თავად უნდა დამეცვა.“[6]
როცა სიუზი 14 წლის იყო, მისი მამა ალკოჰოლიზმთან დაკავშირებული დაავადებით გარდაიცვალა. მშობლის დაკარგვამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. მან მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში და სკოლაში ვეღარ დადიოდა. რამდენიმე მცდარი დიაგნოზის შემდეგ, მას წყლულოვანი კოლიტის ოპერაცია გაუკეთეს.[7] გამოჯანმრთელების პერიოდში სიუზი საავადმყოფოში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც სატელევიზიო პროგრამაში Top of the Pops დეივიდ ბოუი იხილა.[6]
17 წლის ასაკში სიუზიმ სკოლაში სწავლა შეწყვიტა. ამ პერიოდში იგი ხშირად სტუმრობდა გეი დისკო საღამოებს, სადაც მისი დის მეგობრები დადიოდნენ.[8] მოგვიანებით მან დისკოს სცენა თავის მეგობრებსაც გააცნო. 1975 წლის ნოემბერში ადგილობრივ ხელოვნების კოლეჯში Sex Pistols-ის კონცენტი ჩატარდა, რომელსაც სიუ არ დასწრებია, თუმცა მეგობრებისგან შეიტყო, რომ ჯგუფი ჟღერადობით The Stooges-ის გავდა და მომღერალი ჯონი რუთენი კონცერტზე დამსწრე სტუდენტებს ემუქრებოდა. 1976 წლის თებერვალში სიუზი და მისი მეგობარი სტივენ სევერინი Sex Pistols-ის კონცერტზე ლონდონში წავიდნენ. ჯგუფის წევრებთან გასაუბრების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს, ბენდის მუდმივი მიმდევრები გამხდარიყვნენ.[9] მომდევნო თვეებში ჟურნალისტმა კეროლინ კონმა Sex Pistols-ის გულშემატკივარი ექსცენტიული თინეიჯერების აღსანიშნავად ტერმინი „ბრომლის კონტინგენტი“ შემოიღო.[10]
სიუზიმ ფეტიშიზმითა და ბონდაჟით შთაგონებული გლამურული ჩაცმულობით ლონდონის საკლუბო სცენაზე ცნობადობა მოიპოვა. მოგვიანებით მისი ჩაცმის სტილი პანკის მოდის ნაწილი გახდა.[6] სიუმ აგრეთვე დიდი გავლენა მოახდინა გოთური მოდის ჩამოყალიბებაზე, რომლისთვისაც თვალის მკვეთრი მაკიაჟი, მუქი წითელი ტუჩსაცხი, შავად შეღებილი თმა და შავი ფერის ჩაცმულობაა დამახასიათებელი.[6] 1976 წლის სექტემბერში ბრომლის კონტინგენტი Sex Pistols-ს თან ახლდა საფრანგეთში, სადაც სიუზი სვასტიკიანი სამაჯურისა და უსარჩულო ბიუსჰალტერის ტარების გამო სცემეს, რის შესახებაც მან განაცხადა, რომ მის მიზანს არა პოლიტიკური განცხადების გაკეთება, არამედ ბურჟუაზიული საზოგადოების შოკირება წარმოადგენდა.[11] მოგვიანებით სიუმ ანტინაცისტი გერმანელი ხელოვანის ჯონ ჰერტფილდის პატივსაცემად სიმღერა „Metal Postcard“ დაწერა.[12]
იმ იდეით შთაგონებულებმა, რომ მაყურებელს შეეძლო თავადაც შემსრულებელი გამხდარიყო, სიუზიმ და სტივენ სოვერენმა ჯგუფის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს. ისინი პირველად სცენაზე პანკის პირველ საერთაშორისო ფესტივალზე გამოვიდნენ. სიუ 20 წუთის მანძილზე „მამაო ჩვენოს“ მღეროდა, ბენდი კი მუსიკას იმპროვიზაციულად ასრულებდა.[13]
სიუზის ერთ-ერთი პირველი საჯარო გამოჩენა Sex Pistols-ის ერთად ბილ გრანდის სატელევიზიო შოუში შედგა. როცა წამყვანმა სიუს ჰკითხა, თუ როგორ გრძნობდა თავს, მან ხუმრობით უპასუხა, რომ მასთან შეხვედრაზე ყოველთვის ოცნებობდა. გრანდიმ, რომელიც ირწმუნებოდა, რომ მთვრალი იყო, სიუს შოუს შემდეგ შეხვედრა შესთავაზა, რასაც ჯგუფის გიტარისტი სტივ ჯოუნსისგან უშვერი სიტყვების ნაკადი მოჰყვა, რომელთა მსგავსი ბრიტანეთის ტელევიზიაში არასდროს გაჟღერებულა.[14] ამ ეპიზოდმა მედიაში ფურორი მოახდინა და რამდენიმე ტაბლოიდის გარეკანი დაიკავა, მათ შორის იყო გაზეთი Daily Mirror, როლის გარეკანზე სიუს ფოტო სათაურით „სიუზი პანკის შოკია“ დაიბეჭდა. მოვლენამ Sex Pistols-ის ცნობადობის გაზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა. სკანდალური სატელევიზიო ეპიზოდის შემდეგ მათი სახელი ბრიტანეთში ყველამ იცოდა.[15]
პრესის დიდი ყურადღების გამო, სიუზიმ შეწყვიტა Sex Pistols-ის კონცენტებზე დასწრება და საკუთარი ბენდის Siouxsie and the Banshees საქმიანობაზე გახდა ორიენტირებული.[16]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Stone, Doug. Siouxsie Biography. Allmusicguide.com.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 October 2012. ციტატა: „One of the most influential British females in rock“
- ↑ „Siouxsie Sioux: 'There plenty more new material to come from me“. Qthemusic.com. 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 February 2014.CS1-ის მხარდაჭერა: უვარგისი ბმული (link)
- ↑ Anarchy no more. Scotsman.com (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-01. ციტირების თარიღი: 2021-03-09.
- ↑ Paytress, Mark. P.19
- ↑ Paytress, Mark. p.3
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Shaw, William (2005). „In at the Deep End“. Word.
- ↑ Sullivan, Caroline (2007). „I get the voodoo thing. My dad milked snakes“. The Guardian. London, England: Guardian Media Group.
- ↑ Paytress, Mark. P.23
- ↑ Paytress, Mark. P.30
- ↑ Paytress, Mark. P.42
- ↑ Paytress, p. 32
- ↑ Paytress, p. 104
- ↑ Paytress, pp 49, 53-54
- ↑ Paytress, Mark. pp 45–46
- ↑ Macia, Peter. (2010) Read Our Interview With Ari Up from the Siouxsie Sioux/Shabba Ranks Icon Issue. The Fader.
- ↑ Paytress, Mark. pp 47–48