სისხლის ბიოქიმიური ანალიზი
სისხლისა და სისხლწარმომქმნელი ორგანოების დაავადების დადგენისთვის სისხლის საერთო სურათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
სისხლის გამოკვლევათა მონაცემები მრავალი დაავადების შემთხვევაში, სხვა კლინიკურ მონაცემებთან ერთად, დაავადების სწორად ამოცნობის საშუალებას გვაძლევს. ამავე დროს, სისხლის სურათი მიგვითითებს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის სიმძიმესა და პროგნოზზე.
სისხლისა და სისხლწარმომქმნელი ორგანოების პუნქტატის ერთდროულ ანალიზს დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების დიაგნოზის დაზუსტებისათვის, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როდესაც პერიფერიული სისხლის სურათი არ იძლევა ნათელ წარმოდგენას ავადმყოფის მდგომარეობის შესახებ.
სისხლის ნორმალური შედგენილობა
რედაქტირებასისხლი მუქი წითელი ფერის, წებოვანი სითხეა, აქვს მლაშე გემო და ტუტე რეაქცია. მისი ხვედრითი წონაა 1055. სისხლი შედგება პლაზმისა და მასში შემავალი ფორმიანი ელემენტებისაგან.
სისხლის საერთო მასა მთელი ორგანიზმის 1/13-ს შეადგენს. სინჯარაში ან რომელიმე სხვა ჭურჭელში მოთავსებული სისხლი რამდენიმე წუთის შემდეგ დედდება, შემდეგ შედედებული სისხლის კოლტი იკუმშება და მისგან გამოიყოფა შრატი.
სისხლის შრატის მისაღებად უზმოზე ვენიდან იღებენ სისხლს, ათავსებენ მშრალ სინჯარაში და დგამენ თერმოსტატში 37°-ზე 1 საათით; შემდეგ შრატს აცალკევებენ კოლტისგან მინის ჩხირით და გამჭვირვალე შრატის მისაღებად გამოაქვთ სიცივეში.
გამჭვირვალე შრატი რომ უფრო სწრაფად მიიღონ, შედედებულ სიხლს დალექავენ ელექტრონულ ცენტრიფუგაში. მიღებულ შრატს ასხამენ მშრალ სინჯარაში და გამოკვლევამდე ინახავენ მაცივარში ან ბნელ და გრილ ადგილას.
შრატი პლაზმისაგან განსხვავდება იმით, რომ ფიბრინს არ შეიცავს. პლაზმა მოყვითალო ფერის სითხეა და შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ჰორმონებს, ფერმენტებს, ელექტროლიტებს და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Г. И. Назаренко, А. А. Кишкун, «Клиническая оценка результатов лабораторных исследований», г. Москва, 2005 г.