სინჯარა
სინჯარა — ლაბორატორიული მინის ჭურჭელი მილის ფორმისა. გამოიყენება ლაბორატორიებში ქიმიური ექსპერიმენტების ჩასატარებლად.
სინჯარა ქიმიურ ექსპერიმენტებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ჭურჭელია. იგი წარმოადგენს მინის ან პლასტმასის მილს, რომელსაც ერთი ბოლო დახშული აქვს. სინჯარა შეიძლება იყოს ცილინდრული ან კონუსური. კონუსური სინჯარები ცენტრიფუგირებისას გამოიყენება. სინჯარები შეიძლება იყოს თავსახურის გარეშე ან თავსახურით. თავსახურის მორგებისათვის სინჯარებს ყელი მიხეხილია, რომელშიც ასევე მიხეხილი საცობი თავსდება. თანამედროვე წარმოების სინჯარების უმეტესობას სახურავი ეხრახნება. შესაბამისად მათი სახურავები პლატმასისაგან მზადდება, რომელიც ჰერმეტულად ეხურება. ზოგჯერ სინჯარა გრადუირებულია, თუმცა მისი გამოყენება მოცულობის დიდი სიზუსტით ათვლისათვის მაინც არ არის რეკომენდებული.
მინის ყველა სინჯარა თერმოგამძლე მინისაგან არის დამზადებული და მისი შიგთავსის გაცხელება შესაძლებელია როგორც ალზე, ისე სინჯარების სპეციალურ გამახურებელში.
სინჯარებს იყენებენ:
- ტესტური რეაქციების ჩაატრებისათვის (ნივთიერებების მცირე რაოდეობებზე);
- მცირე რაოდენობის ხსნარების დასამზადებალდ;
- სინჯის შესანახად;
- ცენტრიგუგირებისათვის (კონუსურ ძირიანი სინჯარა).
ლიტერატურა
რედაქტირება- ელიზბარაშვილი ე., „ქიმიური ექსპერიმენტის ტექნიკა“, თბ., 2012, გვ. 12
- უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : (3 ტომად) / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც. თბ., 2006
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება