სისხლისმწოვისებრნი

სისხლისმწოვისებრნი (Desmodontidae) — ღამურების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 7 სმ აღწევს. იკვებებიან ძუძუმწოვრებისა და ფრინველების სისხლით. იშვიათად თავს ესხმიან ადამიანსაც (კბენენ მძინარეს). ისინი უხმაუროდ აჯდებიან მსხვერპლს, ჭრიან კანს 4 მმ სიღრმემდე და ლოკავენ გამოჟონილ სისხლს (20-40 მლ-ს). გავრცელებული არიან სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ოჯახი მოიცავს 3 გვარს (Desmodus, Diaenus, Diphylla), თითოეული გვარი — თითო სახეობას. ყველაზე მეტად ცნობილია დიდი სისხლმწოვი (Desmodus rotundus). სისხლისმწოვისებრნი ადამიანისა და შინაურ ცხოველთა საშიში დაავადებების გამომწვევების მტარებლები არიან.

სისხლისმწოვისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Desmodontidae

ლიტერატურა

რედაქტირება