სირილ მარე (დ. 11 აგვისტო, 1987, დიჟონი, საფრანგეთი) — ფრანგი ძიუდოისტი. 2016 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ოლიმპიურ თამაშებზე. 2015 წელს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად გაიმარჯვა ევროპულ თამაშებზე, ხოლო ინდივიდუალურად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2017 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო 2018 და 2019 წლებში ზედიზედ ორჯერ დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. 2013, 2014 და 2015 წლებში ზედიზედ სამჯერ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე. 2017 და 2018 წლებში ზედიზედ ორჯერ დამარცხდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში.

სირილ მარე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 11 აგვისტო, 1987 (1987-08-11) (36 წლის)
დაბ. ადგილი დიჟონი, საფრანგეთი
სიმაღლე 189 სმ
წონა 108 კგ
სპორტი
ქვეყანა საფრანგეთი
სპორტი ძიუდო
ჯილდოები ღირსების ორდენის კავალერი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება