სირგოს ეკლესია
სირგოს (სირგვას) ტაძარი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის ტერიტორიაზე ნასოფლარ სირგოს მიდამოებში. იგი დარბაზული ტიპისაა და აგებულია VIII საუკუნეში. სამშენებლო მასალად გამოყენებულია - ანდეზიტი, ბაზალტი და კირქვა[1]. ტაძრის დასავლეთის ფასადი შემკულია შედარებით მაღლა მოთავსებული ჯვრით, სამხრეთ ფასადი მდინარე ბარალეთის ხევისკენაა მიმართული. ტაძრის შიდა სივრცე ჰარმონიულია. აღსანიშნავია, ქვაზე გამოკვეთილი ბოლნური ჯვრების არსებობა, მაგრამ ამგვარი ჯვრები გვაქვს სამკუთხედებად დამუშავებული გარშემორტყმული რგოლის გარეშე[2].
სირგო | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
პროვინცია | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბაზილიკური ეკლესია |
თარიღდება | VIII საუკუნე |
დეტალები
|
ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჩუბინაშვილი ნ. ხუროთმოძღვრების ძეგლი ნასოფლარ სირგოს ადგილზე, საქართველოს სსრ მაცნიერებათა აკადემიის მოამბე, 1948, N6, გვ.387-388
- მირიჯანაშვილი ი. ჯავახეთის დარბაზული ეკლესიები, თბ.,2009, გვ. 25-33
სქოლიო
რედაქტირება- ↑ თუმანიშვილი, ნათია ნაცვლიშვილი, დავით ხოშტარია, მშენებლობის ოსტატები შუა საუკუნეების საქართველოში, თბილისი, 2012, გვ. 209
- ↑ ჩუბინაშვილი ნ. ხუროთმოძღვრების ძეგლი ნასოფლარ სირგოს ადგილზე, საქართველოს სსრ მაცნიერებათა აკადემიის მოამბე, 1948, N6, გვ.387-388
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ