კუსაცუ-შირანე

(გადამისამართდა გვერდიდან სირანე)

კუსაცუ-შირანე (იაპონ. 草津白根山) — მოქმედი სტრატოვულკანი იაპონიაში, გუმის პრეფექტურაში, კუნძულ ჰონსიუზე.[1] სიმაღლე 2165 მ. მდებარეობს ეტიგოს ქედზე, უშუალოდ ვულკან ასამის ჩრდილოეთით. წარმოდგენილია სამი პიროკლასტური კონუსითა და ამდენივე კრატერული ტბით, რომელთაგან უდიდესია მჟავე ზურმუხტისფერ-მომწვანო ტბა იუ-გამა, რომლის ზედაპირზე ზოგჯერ გოგირდი ტივტივებს. 2018 წლის 23 იანვარს ადგილი ჰქონდა უმნიშვნელო ფრეატულ ამოფრქვევას,[2] რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ზვავის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.[3] 1805 წლიდან მოყოლებული დაფიქსირებულია 14 ამოფრქვევა.[4]

კუსაცუ-შირანე
კოორდინატები: 36°38′37″ ჩ. გ. 138°31′40″ ა. გ. / 36.6438000° ჩ. გ. 138.5279000° ა. გ. / 36.6438000; 138.5279000
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
სიმაღლე 2,165 
ქედი ეტიგოს ქედი
ტიპი სტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 23 იანვარი, 2018
კუსაცუ-შირანე — იაპონია
კუსაცუ-შირანე