სიონის წმინდა გიორგის ეკლესია
სიონის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის მახლობლად, რიყეზე. თარიღდება XVIII საუკუნით. შენობა გეგმით კვადრატულია. ნაგებია ანდეზიტის დამუშავებული ქვით. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდანაა. შესასვლელის მარჯვენა მხარეს ამოტვირფულია ბიზანტიური ჯვარი. აქვე კედელში პატარა ნიშია. ეკლესია უაფსიდოა. აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია გარეთ შევიწროებული სარკმელი. ეკლესიას გარს აკრავს გალავანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- რუსიშვილი, თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 470.