სიონის ნამოსახლარი

სიონის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის კაშხალთან, წყალგადამყვანის სათავესთან. განეკუთვნება ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ადრეულ ეტაპს. გამოავლინა ისტორიის ინსტიტუტის სიონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი) 1962 წელს. სადაზვერვო თხრილში აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის, კერისა და ხელსაფქვავის ნატეხები. ნამოსახლარი დაფარულია ბეტონის სქელი ფენით. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიის კვლევით ცენტრის სიღნაღის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა რედაქტირება