სიონის აკლდამები — არქეტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ სიონის ეკლესიის ეზოში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. 1972 წელს ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის ყაზბეგის რაზმმა გათხარა ორი აკლდამა. ორივე დამხრობილია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. ორივე გეგმით წაგრძელებული ოთხკუთხედია. ნაგებია ნატეხი ქვით. გამოყენებულია დუღაბიც და მშრალი წყობაც.

ლიტერატურა

რედაქტირება