სიონთგორის სამაროვანი

სიონთგორის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონთგორის სამხრეთ-დასავლეთით. განეკუთვნება ძვ. წ. VI-IV საუკუნეს. ხვნის დროს გამოვლინდა დიდძალი სამარხეული მასალა (ლეგა და წითელკეციანი თიხის ჭურჭელი, წითელი საღებავებით მოხატული ხელადა, გველის თავებით შემკული ბრინჯაოს სამაჯურები, რკინის შუბისპირები, საკინძები და სხვა.). არქეოლოგიური მასალა ინახება თიანეთის მხარეთმეცნიერების მუზეუმში.

ლიტერატურა რედაქტირება