სინქროფაზოტრონი, პროტონული სინქროტრონი (< სინქრონიზაცია“, „ფაზა“ და „ელექტრონი) — პროტონების ციკლური რეზონანსული ამჩქარებელი, რომელსაც აქვს მუდმივი რადიუსის ორბიტა, დროის მიხედვით ზრდადი მმართველი (წამყვანი) მაგნიტური ველი და ამჩქარებელი ძაბვის ცვლადი სიხშირე. აჩქარების დროს ნაწილაკების იმავე ორბიტაზე დასარჩენად, იცვლება როგორც მამოძრავებელი მაგნიტური ველი, ასევე ამჩქარებელი ელექტრული ველის სიხშირე. უკანასკნელი აუცილებელია იმისათვის, რომ სხივი ყოველთვის გადიოდეს ამაჩქარებელ სექციაში ყოველთვის მაღალი სიხშირის ელექტრული ველის ფაზაში. იმ შემთხვევაში, თუ ნაწილაკები ულტრარელატივისტურია, ბრუნვის სიხშირე ფიქსირებულ ორბიტალურ სიგრძეზე არ იცვლება ენერგიის მატებასთან ერთად და მაღალი სიხშირის გენერატორის სიხშირე ასევე უნდა დარჩეს მუდმივი. ასეთ ამაჩქარებელს უკვე სინქროტრონი ეწოდება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება