სინქრონიზაცია (ძვ. ბერძნ. synchronos — „ერთდროული“ < σύν, σύγ — „ერთად“ და χρόνος — „დრო“) — ორი ან რამდენიმე პროცესის დაყვანა სინქრონულობაზე, ე. ი. მათ ისეთ მიმდინარეობაზე, როცა პროცესების ერთნაირი ან შესაბამისი ელემენტები სრულდება ფაზის მიხედვით უცვლელი გადანაცვლებით ერთმანეთის მიმართ (მაგალითად, ორატორისა და თარჯიმნის მეტყველება სინქრონული თარგმნის დროს) ან ერთდროულად (მაგალითად, მოცეკვავეთა მოძრაობანი კორდებალეტში). პერიოდული პროცესების სინქრონიზაციას აღწევენ მათი პერიოდების (სიხშირეთა) ურთიერთშესაბამისობაზე (მაგალითად, ტოლობაზე ან ჯერადობაზე) დაყვანით და მათ საწყის ფაზებს შორის მუდმივი თანაფარდობის (ფაზათა მუდმივი ურთიერთგადანაცვლების) დადგენით. სინქრონულობის პირობების დამაკმაყოფილებელ პროცესებს სინქრონულს ან სინქრონიზებულს უწოდებენ, ხოლო მათ ამ თვისებას — სინქრონიზზმს. არასინქრონულ პროცესს ასინქრონულს უწოდებენ. პროცესების სინქრონიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნიკაში, მაგალითად ენერგეტიკაში, ტელევიზიაში, რადიო და კინოტექნიკაში და ა. შ.

ლიტერატურა

რედაქტირება