სინან ალბაირაქი
სინან თაიმინ ალბაირაქი (თურქ. Sinan Taymin Albayrak; დ. 27 თებერვალი, 1973, ჰანაუ, გერმანია) — თურქი მსახიობი. ცნობილი თურქი ჟურნალისტისა და აქტივისტის ჰაქან ალბაირაქის ძმა.
სინან თაიმინ ალბაირაქი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Sinan Taymin Albayrak |
დაბადების თარიღი |
27 თებერვალი, 1973 ჰანაუ, გერმანია |
ეროვნება | თურქი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1993-დღემდე |
სიმაღლე | 180 სმ |
მეუღლე(ები) |
ბაშაქ დაშმანი (2010 - 2011) ფუნდა ალბაირაქი (2012-15) |
სინან ალბაირაქი დაიბადა გერმანიის ქალაქ ჰანაუში. მამამისი, ზია ალბაირაქი გერმანიაში სამუშაოდ 1960-იან წლებში წავიდა, მეუღლესთან გულბეიაზ ალბაირაქთან ერთად. მსახიობის გვარი ჩერქეზული წარმოშობისაა. მან დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის სახელმწიფო კონსერვატორია, სადაც მას ლექციებს უკითხავდა ცნობილი მსახიობი ილდიზ კენტერი.
ცხოვრობს სტამბოლში. ჰყავდა 2 ცოლი. პირველი — ბაშაქ დაშმანი, რომელზეც იქორწინა 2010 წელს, მაგრამ 1 წელში ისინი დაშორდნენ, ხოლო მეორე მეუღლეზე, ფუნდა ალბაირაქზე 2012 წელს იქორწინა და დაშორდნენ 2015 წელს.