სიმღერის რევოლუცია

სიმღერის რევოლუციაბალტიისპირეთის რესპუბლიკების საპროტესტო აქციების სერია 1987-1991 წლებში, რომლის მთავარი მიზანიც იყო ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენა.

მამაკაცი ლიეტუვის დროშით საბჭოთა ტანკის პირისპირ

აღნიშნულ მოძრაობას მოჰყვა მსხვერპლიც. კერძოდ, 1991 წლის 13 იანვარს ვილნიუსის მოვლენების დროს, ტელეანძის დაცვისას დაიღუპა 14 ლიეტუველი და ერთი სუკ-ის თანამშრომელი. ორი ლატვიელი პოლიციელი და სამი მოქალაქე დაიღუპა 1991 წლის 20 იანვარს რიგაში მიმდინარე მოვლენების დროს. რვა ლიეტუველი მებაჟე დახვრიტეს 1991 წლის 31 ივლისს ლიეტუვა-ბელარუსის საზღვარზე თავდასხმის დროს.

სსრკ-ის დაშლა დაიწყო 80-იანი წლების მეორე ნახევარში. ბალტიისპირეთის პირველ ანტისაბჭოთა მოძრაობას ეწოდა სიმღერის რევოლუცია, რადგანაც იგი ეყრდნობოდა ეროვნული აღორძინების რომანტიკულ იდეებს. ცნება „სიმღერის რევოლუცია“ უპირველეს ყოვლისა ესადაგება ესტონეთსა და ლატვიას, მცირე ხარისხით - ლიეტუვას. რევოლუციის სიმბოლო გახდა ბალტიისპირეთის ხალხთა სიმღერა, რომელსაც მღეროდნენ მიტინგებზე და საბჭოთა ტანკების სიახლოვეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება