სიმღერა როლანდზე (ფრანგ. La Chanson de Roland) — შუა საუკუნეების (XII საუკუნე) ფრანგული ეპოსი. მისი ავტორი უცნობია. ყველაზე ძველი ევროპული საგმირო სიმღერა. პოემის უძველესი ხელნაწერი შემონახულია ოქსფორდის უნივერსიტეტში

როლანდი კარლოს დიდს ვასალური ერთგულების ფიცს აძლევს; chanson de geste-ის მანუსკრიპტიდან.

შინაარსი

რედაქტირება

ნაწარმოების მთავარი პერსონაჟია თავადი როლანდი/როლანი. მასში აღწერილია კარლოს დიდის ლაშქრობა ესპანეთში და ფრანგების არიერგარდისა და თავად როლანდის დაღუპვა რობსევალის ხეობაში. პოემას საფუძვლად დაედო ეპიზოდები კარლოს დიდის ესპანეთში ლაშქრობის ისტორიიდან, რომელიც აღწერილია აინჰარდის „კარლოს დიდის ცხოვრებაში“. ყველა ისტორიული ეპიზოდები პოემაში მხატვრულადაა გადამუშავებული.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება