სიმფონია № 40 (მოცარტი)
სიმფონია № 40 სოლ მინორი KV 550 — ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მიერ 1788 წელს ვენაში დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმფონია. შედგება ოთხი ნაწილისაგან. იგი ბოლოს წინა სიმფონიაა მოცარტის შემოქმედებაში.
სავარაუდოა, რომ მოცარტმა სიმფონიაზე მუშაობა 1788 წლის 25 ივლისს დაასრულა, რადგან მან სწორედ ამ დღეს ჩაამატა იგი საკუთარი ნამუშევრების სიაში. დადასტურებულია, რომ ამ ნაწარმოების წარმოდგენა მოცარტისავე სიცოცხლეში შედგა.
მე-40 სიმფონია ხშირად მოიხსენიება, როგორც „დიდი სოლ-მინორ-სიმფონია“, ხოლო მოცარტის 25-ე სიმფონიას „მცირე სოლ-მინორ-სიმფონიას“ უწოდებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Wolfgang Amadeus Mozart: Symphony G minor K 550. Ernst Eulenburg Ltd. No. 404, London / Main 1983, 66 გვერდი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სიმფონია № 40 (მოცარტი)“ ვიკისაწყობში.
- სიმფონიის პირველი ნაწილის პარტიტურა და კრიტიკული მოხსენება
- სიმფონიის მეორე ნაწილის პარტიტურა
- KV 550-ის პარტიტურა, Indiana University School of Music