სიმსივნის ნეკროზის ფაქტორები

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სიმსივნის ნეკროზის ფაქტორები (ან სნფ-ჯგუფი) (ინგლ. tumor necrosis factor, TNF) ეწოდება ციტოკინების ოჯახში შემავალ ჯგუფს, რომლებიც იწვევენ უჯრედის სიკვდილს.

XIX საუკუნის მიწურულს, ნიუ იორკელმა ქირურგმა უილიამ კოლიმ (1862-1936) აღწერა შემთხვევა, როდესაც ბაქტერიული ინფექციის შემდეგ ადგილი ჰქონდა სიმსივნის რემისიას. ამ პროცესის პასუხისმგებელი პროტეინი იდენტიფიცირებული იყო1975 წელს და მას ეწოდა «სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი-ალფა» (სნფ-ალფა)[1]. სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის შესახებ 1991 წლამდე არსებული მონაცემები თავმოყრილია ალტერნატიული და დამატებითი მედიცინის სათაურის ქვეშ გამოქვეყნებულ სტატიაში ცხელების მკურნალობის ისტორიის შესახებ, რომელშიც მოხსენიებულია კოლის მიგნება [2].

მექანიზმი

რედაქტირება

სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი (სნფ) მოქმედებს შპეციფიური რეცეპტორის ე.წ.სნფ-რ საშუალებით და არის აპოპტოზის ჩამრთველი გარეგანი მექანიზმის ნაწილი.

სნფ „ჩახმახივით“ მოქმედებს სიმსივნურ უჯრედზე, იწვევს სიმსივნური უჯრედის ციტოლიზისა და სიკვდილს.

სნფ მოქმედებს ინდოთელიუმის უჯრედების რეცეპტორებზე, იწვევს სისხლძარღთა გამავლობის გაძლიერებას და ხელს უწყობს ლეიკოციტებს ინფექციის კერასთან მიღწევაში. ეს არის ლოკალური ანთებითი პასუხის ტიპი. სისტემატიზირებული გამოთავისუფლების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს სეპტიური შოკი და სიკვდილი.

  1. Terlikowski SJ: Tumour necrosis factor and cancer treatment: a historical review and perspectives.
  2. Coley's Toxins. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-17. ციტირების თარიღი: 2009-04-23.
  3. Lippincott's Illustrated Reviews: Immunology. Paperback: 384 pages. Publisher: Lippincott Williams & Wilkins; (July 1, 2007). Language: English. ISBN-10: 0781795435. ISBN-13: 978-0781795432. Page 68