ციტოლიზი
ციტოლიზი (ციტო... და ...ლიზი) — ცხოველური და მცენარეული უჯრედების დაშლა, რაც გამოიხატება მათ მთლიან ან ნაწილობრივ გახსნაში. ციტოლიზში აქტიურ როლს ასრულებენ ლიზოსომები. ციტოლიზი მიმდინარეობს ნორმალურ ფიზიოლოგიურ პირობებში (მაგალითად, მეტამორფოზის დროს). აგრეთვე სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარების დროს.
![]() |
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 229.