სიმონ ჯანაშიას ქუჩა
სიმონ ჯანაშიას ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვარდისუბანი). პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ვასილ ბარნოვის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1884 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ვარდისუბნის I ქუჩა, 1900 წელს ვარდისუბნის ქუჩა დაერქვა, ასეა შეტანილი თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. 1947 წელს სიმონ ჯანაშიას სახელი ეწოდა. აქვს I ჩიხი.
სიმონ ჯანაშიას ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
წინა სახელები | ვარდისუბნის I ქუჩა, ვარდისუბნის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 211, ISBN 978-99928-20-35-3.