სიმონ ოცხელი
სიმონ ოცხელი (დ. 1868, ქუთაისი — გ. 1937) — ქართველი პედაგოგი. იოსებ ოცხელის ძმა.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ, 1889 წელს ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. ორმოცდასამი წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1893-1905 წლებში ასწავლიდა თბილისის მესამე ვაჟთა გიმნაზიაში; 1905-1921 წლებში ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში; 1921 წლიდან კი ქუთაისის სხვადასხვა სკოლასა და ტექნიკუმში. საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში მონაწილეობდა სკოლების გაეროვნების საქმეში. შეადგინა დაწყებითი და საშუალო სკოლებისათვის ქართული სახელმძღვანელოები ალგებრაში, გეომეტრიაში, არითმეტიკაში, ფიზიკაში. პედაგოგიური მუშაობის გარდა მონაწილეობდა ქუთაისის კულტურულ-საგანმანათლებლო წამოწყებებში, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის დაარსების უშუალო მონაწილე. ძმები სიმონ და იოსებ ოცხელების თაოსნობით, ქუთაისში დაარსდა გამომცემლობები „განათლება“ და გამომცემლობა „სკოლა“. ასევე ოცხელი გამომცემლობა „განათლების“ მთავარი რედაქტორიც იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭუმბურიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 314.