სიმონ ვეი
სიმონ ედოლფინ ვეი (ფრანგ. Simone Adolphine Weil; დ. 3 თებერვალი, 1909 — გ. 25 აგვისტო, 1943) — ფრანგი ფილოსოფოსი, მისტიკოსი და პოლიტიკური აქტივისტი.
სიმონ ვეი | |
---|---|
დაბადების სახელი | სიმონ ედოლფინ ვეი |
დაბადების თარიღი | 3 თებერვალი, 1909 |
გარდაცვალების თარიღი | 24 აგვისტო, 1943 (34 წლის) |
ეროვნება | ფრანგი |
ეთნიკურად | ებრაელი |
საქმიანობა | ფილოსოფოსი |
უმაღლესი განათლება ფილოსოფიის განხრით მიიღო, რის შემდეგაც მისი შემოსავლის ძირითადი წყარო მასწავლებლობა იყო. 1930-იან წლებში იგი ხშირად წყვეტდა თავის პროფესიულ საქმიანობას, რისი მიზეზიც ჯანმრთელობის პრობლემები და პოლიტიკურ აქტივიზმში ჩართვის მძაფრი სურვილი იყო. იგი მხარს უჭერდა მშრომელთა გაერთიანების მოძრაობას, მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში და ასევე წელიწადზე მეტხანს მუშაობდა ქარხნებში, რათა მშრომელთა მდგომარეობას კარგად გასცნობოდა.
მომდევნო პერიოდში ვეი რელიგიითა და მისტიციზმით დაინტერესდა და მხურვალე ქრისტიანი გახდა.[1] იგი მთელი ცხოვრების მანძილზე წერდა, თუმცა მის ტექსტებს საზოგადოება მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გაეცნო. 1950-იან და 1960-იან წლებში ვეის ფიგურამ ცნობადობა მოიპოვა კონტინენტურ ევროპასა და ინგლისურენოვან სამყაროში. მისი მოსაზრებები დღემდე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი მეცნიერების ფართო შესწავლის საგანს წარმოადგენს.[2] 1995 წლიდან მოყოლებული მის შესახებ 2,500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომია გამოქვეყნებული.[3]
ქართულ ენაზე თარგმნილია ვეის წიგნი „ღვთის მოლოდინი“, ესაა რელიგიურ-ფილოსოფიური შინაარსის წერილებისა და ესეების კრებული, რომლებიც მან სიკვდილამდე ერთი წლით ადრე დაწერა. [4]
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული ცხოვრება
რედაქტირებავეი 1909 წლის 3 თებერვალს პარიზში, თავისი მშობლების ბინაში დაიბადა. მისი მამა — პროფესიით ექიმი, ბერნარდ ვეილი (1872-1955) — აგნოსტიკოსი ელზასელი ებრაელი იყო, რომელიც პარიზში გერმანიის მიერ ელზას-ლორენის ანექსიის შემდეგ გადავიდა. ვეის დედა სალომეა „სელმა“ რეინჰერცი (1879-1965) დონის როსტოვში, ებრაულ ოჯახში დაიბადა, გაიზარდა ბელგიაში.[5] მეცნიერები ვეის გვარის წარმოშობას ნაპოლეონის პერიოდში ლევის გვარის არაერთი წარმომადგენლის მიერ თავისი გვარის ანაგრამით ჩანაცვლებას უკავშირებენ.
პირველი ექვსი თვის მანძილზე სიმონი ჯანმრთელი ბავშვი იყო, თუმცა მალევე მან აპენდიციტის მძიმე შეტევა განიცადა და ამის შემდეგ, მთელი ცხოვრების მანძილზე ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. ვეის მშობლებს ორი შვილი ჰყავდათ. მისი უფროსი ძმა იყო მათემატიკოსი ანდრე ვეი (1906-1998), რომელთანაც ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა.[6][7][8] მათი მშობლები შეძლებულები იყვნენ და შვილებს ყურადღებასა და მხარდაჭერას არ აკლებდნენ.
ვეიმ მამის მიერ პირველ მსოფლიოში ომში მონაწილეობა და რამდენიმე წლის მანძილზე მისი არყოფნა მძიმედ განიცადა. მკვლევართა ნაწილი სწორედ ამ გამოცდილებას უკავშირებს სიმონში ალტრუიზმის ძლიერი განცდის ჩამოყალიბებას, რასაც იგი მთელი ცხოვრების მანძილზე თავისი საქმიანობით გამოხატავდა.[9][10][11]
ვეის მეგობრისა და ბიოგრაფის, სიმონ პატრემანის მიხედვით, ვეიმ ადრეულ ასაკშივე გადაწყვიტა, რომ იმისათვის, რომ სრულყოფილად გაჰყოლოდა თავის მოწოდებას — გაეუმჯობესებინა არაპრივილეგირებულ ადამიანთა სოციალური მდგომარობა — მას მოუწევდა საკუთარი თავი მამაკაცური თვისებებით „აღეჭურვა“ და უარი ეთქვა სასიყვარულო ურთიერთობებზე. გვიანი მოზარდობის პერიოდიდან ვეი ხშირად იმოსებოდა მამაკაცის ტანსაცმლით და უარს ამბობდა მაკიაჟის გამოყენებაზე, რითაც იგი თავისი ქალური გარეგნობის შენიღბვას ცდილობდა.[12][13]
ინტელექტუალური ცხოვრება
რედაქტირებავეი ნიჭიერი მოსწავლე იყო, 12 წლის ასაკში იგი უკვე სრულყოფილად ფლობდა ძველ ბერძნულს. მოგვიანებით მან ისწავლა სანსკრიტი, რათა ბჰაგავადგიტა ორიგინალში წაეკითხა.[1] მას უნივერსალური ინტერესი ჰქონდა რელიგიების მიმართ. იგი ყოველი რელიგიური ტრადიციის, როგორც ტრანსცენდენტალური სიბრძნის გამოხატულების, შესწავლასა და გაგებას ცდილობდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Sheldrake, Philip (2007). A Brief History of Spirituality. Oxford: Blackwell, გვ. 180–182. ISBN 978-1-4051-1770-8.
- ↑ განსაკუთრებით ფილოსოფოსების, თეოლგოების, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერების, ფემინიზმისა და განათლების მკვლევარების.
- ↑ Saundra Lipton and Debra Jensen. (3 March 2012) Simone Weil: Bibliography. University of Calgary. ციტირების თარიღი: 16 April 2012
- ↑ ღვთის მოლოდინი.
- ↑ Nevin, Thomas R. (1991) Simone Weil: Portrait of a Self-exiled Jew. ISBN 9780807819999.
- ↑ ჯონ ჯ. ო’კონორი და ედმუნდ ფ. რობერტსონი. სიმონ ვეი (ინგლისური) — ბიოგრაფია არქივში MacTutor.
- ↑ ჯონ ჯ. ო’კონორი და ედმუნდ ფ. რობერტსონი. Weil family (ინგლისური) — ბიოგრაფია არქივში MacTutor.
- ↑ The Weil Conjectures by Karen Olsson review – maths and mysticism en (2019-08-02). ციტირების თარიღი: 2021-03-11
- ↑ სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ადამიანში მკვეთრად გამოხატული ალტრუიზმის ჩამოყალიბება ხშირად მტკივნეულ დანაკარგს და ამ დანაკარგის შემდეგ მიღებულ მხარდაჭერას უკავშირდება.
- ↑ Eva Fogelman (2012-03-23). „Friday Film: Simone Weil's Mission of Empathy“. The Jewish Daily Forward. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-09. ციტირების თარიღი: 2012-09-06.
- ↑ Robert Coles (2001). Simone Weil: A Modern Pilgrimage (Skylight Lives). SkyLight Paths. ISBN 978-1893361348.
- ↑ John Hellman (1983). Simone Weil: An Introduction to Her Thought. Wilfrid Laurier University Press, გვ. 1–23. ISBN 978-0-88920-121-7.
- ↑ Simone Pétrement (1988); pp. 27–29