სიმონ დარახველიძე
სიმონ დარახველიძე (დ. 13 ოქტომბერი, 1947, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1971 წელს დაამთავრა კრასნოდარის ყუბანის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1971–1973 წლებში მუშაობდა ტულაში. 1973–1975 წლებში სოხუმში. 1975–1983 წლებში მოსკოვში. 1983–1993 წლებში სოხუმში. 1992–1993 წლებში იბრძოდა აფხაზეთის ომში. 1993–1997 წლებში იალტაში. 1997 წლიდან მუშაობს თბილისში. ავტორია 51 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ერთი მეთოდური კითხვარი.
1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „Hallux-rigidus კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა.“
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 88