სიმენტალური ჯიში
სიმენტალური ჯიში — მსხვილი რქოსანი საქონლისა, სარძეო-სახორცე მიმართულების ჯიში. გამოყვანილია შვეიცარიაში. ფერად თაფლა-ჭრელია, ტანად დიდი და მსხვილძვლიანია. კუროს მასა 800–1100 კილოგრამია. ფურისა 550–650 კილოგრამი, წლიური წველადობა 3500–4000 ლიტრი, რძის ცხიმიანობა 3,8–3,9% აღწევს. ნაკლავის გამოსავალია 60%. მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. რუსეთში შეიყვანეს XIX საუკუნის მეორე ნახევარში, საქართველოში — XIX საუკუნის ბოლოს. 1948 წლამდე დიდი რაოდენობით შემოჰყავდათ და იყენებდნენ ადგილობრივი საქონლის გასაუმჯობესებლად. შემდეგ მისი შემოყვანა შეწყდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 348.