სილინის აგარაკი — ძველი გაგრის ღირსშესანიშნაობა. XX საუკუნის დასაწყისის ნაგებობა აქვს აღმოსავლური სასახლეებისათვის დამახასიათებელი არქიტექტურა. შენობის ხუროთმოძღვრებაში მავრული სტილი ვლინდება კედლების ფორმებში, კერამიკული ფილებით დაფარულ სვეტებში, ჩახლართულ ჩუქურთმებსა და გუმბათში. მავრული სტილი აღინიშნება აღმოსავლური ორნამენტებით დეკორში, მოზაიკებზე, ფრიზებსა და თაღებზე.

ვაჭარ სილინის აგარაკი
ზოგადი ინფორმაცია
არქიტექტურული სტილი მავრული
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა გაგრა, „ნართების ქუჩა“

თავდაპირველად, 1909 წელს, აიგო როგორც ვაჭარ ისაი სილინის აგარაკი. მან შენობა თავის ირანელ მეუღლეს მიუძღვნა, რომელსაც სპარსეთში რუსეთის ელჩის დავალებით ყოფნისას შეხვდა. მომდევნო პერიოდში სახლი წარმოადგენდა რიწის სანატორიუმის ნაწილს. დღესდღეობით მიტოვებულია და ძლიერ დაზიანებული. მისი სახურავიდან იშლება ხედი ქალაქზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება