სილიგური
სილიგური (ინგლ. Siliguri — ქალაქი ინდოეთის შტატ დასავლეთ ბენგალში. მეზობელ ჯალპაიგურთან ერთად კონურბაციას წარმოქმნის. ქალაქის ვრცელდება დარჯილინგისა და ჯალპაიგურის რაიონის ტერიტორიაზე. ცნობილია, როგორც „ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის კარიბჭეს“. სილიგური ცნობილია ჩაით, ხე-ტყითა და ტურიზმით (ინგლისურად, „სამი T: tea, timber, tourism“). მდებარეობს მდინარე მაჰანანდისა და ტეესტის ნაპირებზე, ჰიმალაების მთისწინეთებზე. სილიგური სიდიდით მესამე ურბანული აგლომერაციაა დასავლეთ ბენგალში, კოლკატისა და ასანსოლის შემდეგ.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
სილიგური | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 26°43′12″ ჩ. გ. 88°25′12″ ა. გ. / 26.72000° ჩ. გ. 88.42000° ა. გ. |
ფართობი | 41.90 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 400 მეტრი |
მოსახლეობა |
294 546 (2011)[1] , 218 718 (2011)[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 353[3] |
საფოსტო ინდექსი | 734001[4] |
ოფიციალური საიტი | http://www.siligurismc.in |
სილიგურს დასავლეთ ბენგალისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ოთხ სახელმწიფოსთან საერთაშორისო საზღვარი აქვს: ჩინეთთან, ნეპალთან, ბანგლადეშთან და ბჰუტანთან. სილიგური ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთს სამხრეთ ნაწილთან აკავშირებს. ქალაქი აღმოსავლეთ ჰიმალაების მთისწინეთებზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო და სატრანსპორტო კერაა.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობა
რედაქტირებასილიგური აღმოსავლეთ ჰიმალაების მთისწინეთებზე მდებარეობს. ქალაქის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. 26.71° განედი და აღმ. 88.43° გრძედი. ქალაქის ფართობი 260 კმ²-ია. მდებარეობს სილიგურის დერეფანში. ქალაქი ჩრდილოეთიდან ტყეებითაა შემოსაზღვრული. ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს მდინარე მაჰანანდა. ქალაქის მახლობლად მიედინება მაჰანანდის შენაკადი ტისტა. სილიგურის ზღვის დონიდან 122 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.[5] სილიგური ტერაის რეგიონში მდებარეობს. ნიადაგი ქვიშნარია. მახლობლად რამდენიმე ნასხლეტი მდებარეობს და რეგიონი მიწისძვრების აქტიური ზემოქმედების ზონაშია მოქცეული. სილიგურის ქვედანაყოფი ჩრდილოეთიდან ჰიმალაებითაა გარშემორტყმული, ხოლო სამხრეთით ბანგლადეშით, უტარ-დინაჯპურითა და ბიჰარის შტატით..[6][7][8][9] აღმოსავლეთით ჯალპაიგურის რაიონი და კალიმპონგის რაიონი მდებარეობს, ხოლო დასავლეთით ნეპალი.[10]
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, სილიგური ტენიან სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელშია (Сwa) მოქცეული. სილიგურის კლიმატში თბილი ზაფხული, ცივი ზამთარი და მუსონების სეზონი გამოიყოფა.
ტემპერატურა
რედაქტირებასილიგურში საშუალო წლიური ტემპერატურა 23.2 °C-ია. ზაფხულში ტემპერატურა 18-22 °C-დან 28-32 °C-მდე იცვლება.[11] ყველაზე ცხელი თვე აგვისტოა. საშუალო ტემპერატურა 27.1 °C-ს უდრის. ზაფხულის ტემპერატურა ზოგჯერ 35 °C-ს აჭარბებს.[12][13][14][15] ზამთრის მაქსიმალური ტემპერატურა 20-25 °C-ია, ხოლო მინიმალური 6-9 °C-მდე ეცემა.[11] ყველაზე ცივი თვე იანვარია. საშუალო ტემპერატურა 16.4 °C-ია. ზამთრის მინიმალური ტემპერატურა 5 °C-მდე ან უფრო დაბლა შეიძლება დაეცეს.[16][17][18][19] სილიგურში ტემპერატურის მაქსიმუმი (41.9 °C) 2023 წლის 7 ივნისს დაფიქსირდა,[20] ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა 2018 წლის 8 იანვარს დაფიქსირდა და 1.9 °C შეადგინა.[21][22]
დემოგრაფია
რედაქტირება2011 წლის აღწერის მიხედვით, სილიგურის ურბანული აგლომერაციის (მოიცავს სილიგურის მუნიციპალურ კორპორაციასა და დაბაგრამის მუნიციპალიტეტს) მოსახლეობა 701 489 ადამიანს შეადგენს, ხოლო მუნიციპალური კორპორაციის მოსახლეობა — 513 264 ადამიანს.[24][25][26][27] მამაკაცები მოსახლეობის 51.44%-ს, ხოლო ქალები 48.55%-ს შეადგენენ. სილიგურში წერა-კითხვის ცოდნის დონე 77.64%-ია.[27][28] სილიგურში 154 დამტკიცებული ბიდონვილი და 31 არაიდენტიფიცირებული ბიდონვილია, სადაც მოსახლეობის 32% ცხოვრობს.[29]
ენები
რედაქტირებასილიგურის ქვედანაყოფის, მათ შორის, ქალაქ სილიგურის, ოფიციალური ენა ბენგალურია.[30] 2011 წლის მონაცემებით, მუნიციპალური კორპორაციის მოსახლეობის 60.88% ბენგალურ ენაზე საუბრობს, 25.24% — ჰინდიზე, 4.66% — ნეპალურ ენაზე, 2.39% — ბჰოჯპურზე, 1.58% — მარავიზე, ხოლო 1.24% — ურდუზე.[31]
ქალაქის მთავარ ლინგვისტურ ჯგუფს ბენგალელები შეადგენენ. სხვა ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ბიჰარელები, მარვარიები, პენჯაბელები, ნეპალელები, ოდიები და ტრიბალები. 2011 წლის მონაცემებით, ბენგალურ ენაზე მოსახლეობის 64.25% საუბრობს.[32]
რელიგია
რედაქტირებასილიგურის მოსახლეობის უმრავლესობა ინდუიზმის მიმდევარია. მთავარ რელიგიური უმცირესობას მუსლიმანები შეადგენენ. მოსახლეობის მცირე ნაწილს ქრისტიანები და ბუდისტები შეადგენენ.[23]
ადმინისტრირება
რედაქტირებაბრიტანელთა მმართველობის პერიოდში სილიგურის ურბანიზაციის მაჩვენებელი სწრაფად გაიზარდა, რაც ადგილობრივ მმართველობაშიც აისახა. ადგილობრივი ურბანული მმართველობის უძველესი ფორმა სანიტარიის კომიტეტი იყო, რომელიც 1915 წელს შეიქმნა. 1921 წლამდე დარჯილინგის რაიონის, მათ შორის სილიგურის, ადგილობრივი მმართველობის ბევრი საკითხი დარჯილინგის განვითარების ფონდის კომპეტენცია იყო. 1932 წელს მიღებული ბენგალის მუნიციპალური აქტის საფუძველზე, 1949 წელს 8 ვარდის მუნიციპალური საბჭო შეიქმნა.[33] 1994 წელს მუნიციპალური საბჭო სილიგურის მუნიციპალურ კორპორაციას გარდაიქმნა, რომელშიც 47 ვარდი შედის.[33] იმ დროისთვის ხუთი განყოფილება ჰქონდა: ზოგადი ადმინისტრირება, გადასახადების აკრეფა, ლიცენზია, საჯარო საქმეები და სანიტარია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა.ამჟამად კორპორაციაში 23 განყოფილებაა.[34]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Census of India 2011 (West Bengal): Darjiling District Primary Census Abstract — Office of Registrar General & Census Commissioner of India.
- ↑ Census of India 2011 (West Bengal): Jalpaiguri District Primary Census Abstract — Office of Registrar General & Census Commissioner of India.
- ↑ SILIGURI Phone STD code / Area Dial code
- ↑ Siliguri Post Codes: India
- ↑ Topographic map of Siliguri. ციტირების თარიღი: 21 May 2019
- ↑ Earthquake jolts Sikkim and part of Darjeeling (3 October 2013). ციტირების თარიღი: 21 May 2019
- ↑ „Magnitude 6.9 – SIKKIM, INDIA“. United States Geological Survey. 18 September 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 September 2011. ციტირების თარიღი: 21 May 2019.
- ↑ 7.9 magnitude earthquake effected Siliguri heavily (25 April 2015). ციტირების თარიღი: 21 May 2019
- ↑ 38 cities in India fall in high risk earthquake zones. ციტირების თარიღი: 21 May 2019
- ↑ About Siliguri Subdivision. ციტირების თარიღი: 10 March 2019
- ↑ 11.0 11.1 Climate of Siliguri. ციტირების თარიღი: 11 October 2020
- ↑ Siliguri burning in schorching heat. ციტირების თარიღი: 11 October 2020
- ↑ Siliguri crossed 36 yesterday. ციტირების თარიღი: 11 October 2020
- ↑ গরমে নাকাল শিলিগুড়ি. ციტირების თარიღი: 13 October 2020
- ↑ Heatwave likely to trouble people of Siliguri for few more days (5 August 2020). ციტირების თარიღი: 2 November 2020
- ↑ শীতে কাঁপছে উত্তরবঙ্গ, শিলিগুড়িতে পারদ নামল ৩ ডিগ্রিতে. ციტირების თარიღი: 12 October 2020
- ↑ Siliguri Jalpaiguri shivers from cold. ციტირების თარიღი: 11 October 2020
- ↑ ৪.৪ ডিগ্রি! শিলিগুড়ির চাই রুম হিটার. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2022. ციტირების თარიღი: 11 October 2020
- ↑ রেকর্ড পতন পারদের, কোথায় তাপমাত্রা কত?. ციტირების თარიღი: 20 October 2020
- ↑ জ্বলছে পাহাড়, ইতিহাসে আজ উষ্ণতম শিলিগুড়ি. ციტირების თარიღი: 7 June 2023
- ↑ রেকর্ড শীত সমতলে, শিলিগুড়ির পারদ নামল ১.৯ ডিগ্রিতে. ციტირების თარიღი: 12 October 2020
- ↑ Siliguri min. temperature January 2018. ციტირების თარიღი: 12 October 2020
- ↑ 23.0 23.1 C-1 Population By Religious Community. ციტირების თარიღი: 16 September 2020
- ↑ Welcome to Siliguri Municipal Corporation, Siliguri, West Bengal.
- ↑ Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above. Provisional Population Totals, Census of India 2011. ციტირების თარიღი: 23 May 2023
- ↑ Siliguri-description. ციტირების თარიღი: 8 June 2019
- ↑ 27.0 27.1 District Census Handbook Darjiling. ციტირების თარიღი: 6 October 2020
- ↑ Urban Agglomerations/Cities having population 1 lakh and above. Provisional Population Totals, Census of India 2011. censusindia.gov. ციტირების თარიღი: 21 October 2011
- ↑ City Development Plan for Siliguri – 2041. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი 2021. ციტირების თარიღი: 1 October 2020
- ↑ West Bengal Official Language Act, 1961. ციტირების თარიღი: 7 October 2020
- ↑ C-16 Population By Mother Tongue - Town level. ციტირების თარიღი: 16 September 2020
- ↑ Majumdar, Sudipta (2001). Siliguri : An Urban Study In Socio-economic Considerations (PDF). Department of Geography and Applied Geography, University of North Bengal (Thesis). ციტირების თარიღი: 18 August 2022.
- ↑ 33.0 33.1 Das, Chinmayakar. People Governance and development a study of Siliguri Municipal corporation area. ციტირების თარიღი: 30 September 2020
- ↑ Departments. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 30 September 2020