სილვანა პამპანინი

სილვანა პამპანინი (იტალ. Silvana Pampanini, დ. 25 სექტემბერი, 1925, რომი— გ. 6 იანვარი, 2016, იქვე) — იტალიელი მსახიობი.

სილვანა პამპანინი
დაბადების თარიღი 25 სექტემბერი, 1925
რომი, იტალია
გარდაცვალების თარიღი 6 იანვარი, 2016 (90 წლის)
რომი, იტალია
მოქალაქეობა იტალიის დროშა იტალია
პროფესია მსახიობი
ჯილდოები ორდენი დამსახურებისატვის იტალიის რესპუბლიკის წინაშე

ბიოგრაფია რედაქტირება

 
ტოტოსთან ერთად

სილვანას ოჯახი წარმოშობით ვენეციიდან იყო.  გოგონა სწავლობდა სიმღერას, ფორტეპიანოსა და ცეკვას, დაამთავრა წმინდა ცეცილიას კონსერვატორია, 1946 წელს მონაწილეობა მიიღო სტრეზაში გამართულ სილამაზის  კონკურსში „მის იტალია“ მაგრამ მან მხოლოდ მორალური გამარჯვება მოიპოვა (საზოგადოების თხოვნით, ჟიურიმ დააჯილდოვა მაყურებლის განსაკუთრებული სიმპატიის პრიზით). იგი გეგმავდა სასიმღერო კარიერის დაწყებას (იყო სოპრანო, ისევე როგორც მისი საყვარელი დეიდა როზეტა პამპანინი), მაგრამ კინოთი დაინტერესდა და 1947 წელს სილვანას, როგორც მსახიობის დებიუტი შედგა ჯუზეპე მარია სკოტესის ბიბლიურ თემაზე გადაღებულ ფილმში  L'Apocalisse ("აპოკალიფსი").  მსახიობმა მალე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ხოლო 1950-იან წლებში უკვე ითვლებოდა იტალიური სილამაზის სიმბოლოდ. უდიდესი წარმატება  მოუტანა ფილმებში O.K. Nerone (1952), „პრეზიდენტი“(1952) და  „რომაული სილამაზე“ (1955) შესრულებულმა როლებმა. მსახიობმა პოპულარობის პიკს მიაღწია. წელიწადში 8 ფილმში იღებდა მონაწილეობას.[1]

 

1955 წელს მსახიობი ეწვია ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც ჰოლივუდის ფილმებში გადაღების შეთავაზება მიიღო, მაგრამ ინგლისურ ენასთან დაკავშირებული სირთულეების გამო ყველა შეთავაზება უარყო. სამშობლოს გარდა, პამპანინი ასევე მონაწილეობდა საფრანგეთსა და მექსიკაში, მუშაობდა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც იყვნენ მარჩელო მასტროიანი, ტოტო და ჟან გაბენი.

მისი დამოუკიდებელი ხასიათის გამო, მსახიობი, რომელმაც მოახერხა და გადალახა მისთვის მინიჭებული"სექსბომბას" ამპლუა, არაერთხელ შეეჯახა პროდიუსერებს. მიუხედავად  ბრწყინვალე გარეგნობისა და უამრავი  საქორწინო წინადადებისა, ის არასდროს დაქორწინებულა. [2]

 
1956 წელი

დიდი ხნის განმავლობაში სილვანა პამპანინი უჩიოდა გავლენიან პროდიუსერს მორის ერგასს, რომელსაც მსახიობმა უარი უთხრა საქორწინო შეთავაზებაზე. ამიტომ ცდილობდა დაებრუნებინა მსახიობში ჩადებული თანხები, რომლებიც, მისივე თქმით, სილვანა პამპანინიმ დახარჯა ბეწვეულისა  და სამკაულების შესაძენად. მან წააგო პროცესი, რის შემდეგაც ყველანაირად შეეცადა გაენადგურებინა მსახიობის კარიერა და საბოლოოდ მიაღწია კიდეც მიზანს.

1956 წლიდან პამპანინის იტალიურ ფილმებში აღარ სთავაზობდნენ  მთავარ როლებს,   მაგრამ იმ დროისთვის  მსახიობი  უკვე საკმაოდ  მდიდარი იყო და შეეძლო რადიოსა და ტელევიზიაში მცირე ხნით გამოჩენილიყო თავისი სურვილისამებრ. 1960-იანი წლების მეორე ნახევარში მან საბოლოოდ დატოვა კინო, თავი დაუთმო მშობლების მოვლას, რადგან არ ჰყავდა საკუთარი ოჯახი.

1970 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფლობერის პიესის სცენურ ადაპტაციაში RAI- ში, 1983 წელს  განასახიერა საკუთარი თავი  ალბერტო სორდის ფილმი Il tassinaro (ტაქსის მძღოლი). 2002 წლის შემოდგომაზე ის კვლავ გამოჩნდა ტელევიზიაში პროგრამა Domenica In- ში, სადაც ცეკვავდა და მღეროდა.

2004 წელს მან გამოაქვეყნა მემუარები სახელწოდებით Scandalosamente perbene (სკანდალურად ღირსეული).

ბოლო წლები სილვანა პამპანინი მონაკის სამთავროში ცხოვრობდა.

2015 წლის ოქტომბერში მას სასწრაფოდ ჩაუტარდა მუცლის ღრუს ოპერაცია, გარდაიცვალა გართულებებით, 2016 წლის 6 იანვარს რომის საავადმყოფოში.[3]

სქოლიო რედაქტირება

  1. Maurizio Porro. Pampanini, Silvana (იტალ.). Enciclopedia del Cinema. Treccani (2004). მიმარტვის თარიღი 6 იანვარი 2016.
  2. Silvana Pampanini. Scandalosa perbene (იტალ.). Biografieonline.it. მიმართვის თარიღი: 10 მარტი 2016.
  3. Silvana Pampanini დაარქივებული 2021-02-28 საიტზე Wayback Machine. (იტალ.). Trovacinema.repubblica.it. მიმართვის თარიღი 10 მარტი 2016.