სილეზიის ომები — სამი სამხედრო კონფლიქტი ავსტრიასა და პრუსიას შორის, რომელსაც ფრიდრიხ II დიდი მეთაურობდა. კონფლიქტების მსვლელობისას 1740 წლიდან 1763 წლამდე სილეზიის პროვინცია გლაცის საგრაფოსთან ერთად პრუსიის შემადგენლობაში გადავიდა. ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი და უფრო პატარა ევროპული სახელმწიფოები არაპირდაპირ მონაწილეობდნენ სილეზიის ომებში, მხარს უჭერდნენ ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს, შექმნილი სიტუაციის მიხედვით. საერთო ჯამში ინგლისი იყო ავსტრიის მხარეზე, ხოლო საფრანგეთი — პრუსიის.

ბრძოლა ჰოენფრიდბერთან სილეზიის მეორე ომის დროს

ქრონოლოგია

რედაქტირება

პირველი ორი ომი — სილეზიის პირველი ომი (1740—1742 წწ.) და სილეზიის მეორე ომი (1744—1745 წწ.) მოიცავს პრუსიის მონაწილეობას ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ომში (1740—1748 წწ.). სილეზიის მესამე ომი უფრო მეტად ცნობილი იყო, როგორც შვიდწლიანი ომი (1756—1763 წწ.)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება