სიკვდილი მძიმე შრომაა

სიკვდილი მძიმე შრომაა — სირიელი მწერლის, ხალიდ ხალიფას რომანი. გამოქვეყნდა 2016 წელს, 2019 წელს ითარგმნა ინგლისურ ენაზე. რომანი მოგვითხრობს სამი და-ძმის – ბოლბოლის, ჰუსეინისა და ფატიმას – მოგზაურობაზე, რომლებიც ასრულებენ მამის უკანასკნელ სიკვდილს, მიაბარონ მისი ნეშტი მშობლიურ სოფელ, ანაბიას და თავისი დის, ლეილას, გვერდით დაკრძალონ. დამასკოდან ანამიაბმდე მათი რამდენიმედღიანი მგზავრობა სირთულეებით – დაძაბულობითა და ძალადობით – აღსავსე მძიმე მოგზაურობად იქცევა, რადგან ისინი შეიარაღებული კონფლიქტის ტერიტორიაზე გადაადგილებიან და მუდმივად უწევთ საკონტროლო პუნქტების გავლა და სხვა გამოუვალი მდგომარეობების დაძლევა.

„სიკვდილი მძიმე შრომაა“
ავტორი ხალიდ ხალიფა

რომანი წარდგენილი იყო წიგნის ეროვნულ ჯილდოზე.

წინარე ისტორია რედაქტირება

რომანი დაიწერა სირიის სამოქალაქო ომის (2011-დღემდე) ფონზე. მაშინ სირიის ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის დასამორჩილებლად ქიმიურ იარაღას იყენებდა, რაც ხალხის მათდამი უნდობლობას კიდევ უფრო ზრდიდა. ქვეყანაში ცხოვრება სახიფათო გახდა, რადგან ქალაქები და გზები საომარ ზონებად იქცა.[1]

2013 წელს, ამ სირთულეებით აღსავსე ძალადობრივი კონფლიქტის დროს, ხალიდ ხალიფამ გულის შეტევა განიცადა. საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, ბობმების ხმაურით გარშემორტყმული მწერალი ფიქრობდა იმაზე, თუ რა დაემართებოდა მის სხეულს ომში სიკვდილის შემთხვევაში. მისი ეს ფიქრები შთაგონება გახდა რომანისა, რომელიც საომარ ზონაში გვამის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ ოჯახურ კონფლიქტზე მოგვითხრობს.[2]

გამოხმაურება რედაქტირება

ელიოტ აკერმენმა The New York Times-დან ხალიფა უილიამ ფოლკნერს შეადარა და აღნიშნა, რომ ამ რომანით ავტორმა ფოლკნერის მემკვიდრის ტიტულზე გამოთქვა პრეტენზია.[3]

სქოლიო რედაქტირება

  1. Library, C. N. N.. Syrian Civil War Fast Facts. ციტირების თარიღი: 2020-03-28
  2. Syrian author Khaled Khalifa on latest novel about ‘fear, in all its manifestations’ en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-18. ციტირების თარიღი: 2020-03-28
  3. Ackerman, Elliot (2019-02-26). „A Father’s Corpse Journeys Across War-Torn Syria in This Masterly Novel“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2020-03-28.