სიაოვეი ჟუანგი
Ekkatterrinna.|10|12|2023}}
სიოავოეი ჟუანგი (ინგლ. Xiaowei Zhuang ; ჩინ. გამარტ. 庄小威, ფინინი: Zhuāng Xiǎowēi ; დ. 1972 წლის 21 იანვარი, ჟუგაო, ჯიანგსუ) — ჩინელ-ამერიკელი ბიოფიზიკოსი . ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერების ეროვნული აკადემიის (2012), ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამედიცინო აკადემიის, (2020 [13] ) ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების (2019), ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (2015).აღიარება მოიპოვა მიღწევებით ბიოსამედიცინო კვლევის მოწინავე ვიზუალიზაციის ტექნოლოგიების სფეროში, კერძოდ, ერთმოლეკულური და სუპერ რეზოლუციის მიკროსკოპის მეთოდების შემუშავებით [14] . 2006 წელს მან შეიმუშავა მეთოდი STORM (Stochastic Optical Reconstruction Microscopy).s[15] [16]
ბიოგრაფია
რედაქტირებასიაოვეი ჟუანგი 1987-1991 წლებში სწავლობდა ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე. 1991-1996 წლებში სწავლა განაგრძო კალიფორნიის უნივერსიტეტში, (ბერკლი), რომლის დასრულების შემდეგ გახდა ფილოსოფიის დოქტორი ფიზიკაში.
1997-2001 წლებში — სტენფორდის უნივერსიტეტის პოსტდოქტორი.
2001 წლიდან გახდა ასისტენტ პროფესორი, ხოლო 2005 წლიდან — ასოცირებული პროფესორი, 2006 წლიდან იყო ქიმიისა და ქიმიური ბიოლოგიის კათედრის პროფესორი, ამავე დროს მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრაზე. 2014 წლიდან ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებათა პროფესორია. 2015 წლიდან ჰარვარდის სამეცნიერო ცენტრის (Center for Advanced Imaging at Harvard) დირექტორია. გაფართოებული გამოსახულების ცენტრის დირექტორია. 2005 წლიდან ასევე მუშაობს ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტში (Howard Hughes Medical Institute). არის მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის (2012) და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის (2013) წევრი.
ჟურნალ Neurophotonics (2016 წლიდან) მთავარი რედაქტორი, ჟურნალების Cell (2009 წლიდან), ACS Central Science და ACS Photonics (2014 წლიდან), 2009 წლიდან ჟურნალ Annual Review of Biophysics სარედაქციო საბჭოს წევრი და ასოცირებული რედაქტორია. ასევე იყო Biophysical Journal-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი (2009-2012). სტოკჰოლმის უნივერსიტეტის (2016) და დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (2017) საპატიო დოქტორი. ავტორია ასზე მეტი ნაშრომის.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://zhuang.harvard.edu/
- ↑ 2.0 2.1 2.2 https://www.schulich.uwo.ca/about/news/2022/september/award_pioneering_work_in_imaging_techniques_leads_to_taylor_prize.html
- ↑ https://www.macfound.org/fellows/class-of-2003/xiaowei-zhuang
- ↑ https://www.nasonline.org/programs/awards/molecular-biology.html
- ↑ 5.0 5.1 https://www.aps.org/programs/honors/prizes/delbruck.cfm
- ↑ https://breakthroughprize.org/Laureates/2
- ↑ https://fnih.org/our-programs/powering-science/the-lurie-prize-in-biomedical-sciences/
- ↑ https://www.packard.org/what-we-fund/science/packard-fellowships-for-science-and-engineering/fellowship-directory/zhuang-xiaowei/
- ↑ https://www.rockefeller.edu/greengard-prize/recipients/
- ↑ https://www.coblentz.org/awards/the-coblentz-award/
- ↑ https://www.aaas.org/news/aaas-members-elected-fellows-1
- ↑ https://www.nasonline.org/programs/awards/2019-nas-awards/Zhuang.html
- ↑ National Academy of Medicine Elects 100 New Members - National Academy of Medicine
- ↑ Three faculty members receive NAS awards – Harvard Gazette
- ↑ Scientists Develop MINFLUX Microscope That's 100 Times Sharper Than Regular Flourescence Microscope : TECH & INNOVATION : Science Times
- ↑ Scientists Develop MINFLUX Microscope That's 100 Times Sharper Than Regular Flourescence Microscope : TECH & INNOVATION : Science Times