სტივენ გრინბლატი
სტივენ გრინბლატი (ინგლ. Stephen Greenblatt; დ. 7 ნოემბერი, 1943) — ამერიკელი ლიტერატურის კრიტიკოსი, თეორეტიკოსი და სწავლული. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ამერიკის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის (1987), ამერიკის ფილოსოფოსთა საზოგადოებისა (2007) და ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრი (2008). პულიცერისა (2012) და ჰოლბერგის საერთაშორისო მემორიალური პრემიის ლაურეატი (2016).
სტივენ გრინბლატი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 7 ნოემბერი, 1943[1] [2] [3] [4] [5] (81 წლის) |
დაბ. ადგილი | ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ლიტერატურის ისტორიკოსი[5] , მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურული კრიტიკოსი[5] [6] , ჟურნალისტი, Shakespearean scholar[6] და ლიტერატურის თეორიტიკოსი[7] |
მუშაობის ადგილი | ჰარვარდის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | იელის უნივერსიტეტი, პემბრუკის კოლეჯი და Newton North High School |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[8] , რომის პრემია, პულიცერის პრემია არამხატვრული ლიტერატურისათვის[9] , წიგნების ეროვნული პრემია, ჰოლბერგის პრემია, ფულბრაიტის სტიპენდია, ეროვნული წიგნის ჯილდო დოკუმენტური ნაწარმოებისთვის და უილბერ კროსის მედალი[10] |
სტივენ გრინბლატს ახალი ისტორიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევენ.[11] ახალი ისტორიზმის კრიტიკულ პრაქტიკას თავად გრინბლატი „კულტურის პოეტიკას“ უწოდებს. მისმა ნაშრომებმა დიდი გავლენა მოიპოვა 1980-იანი წლების დასაწყისიდან. გრინბლატი არის ავტორი და რედაქტორი არაერთი წიგნის, რომლებიც ახალი ისტორიზმის, კულტურის კვლევის, რენესანსის შესწავლის და შექსპიროლოგიის საკითხებს ეძღვნება. მისი ყველაზე პოპულარული ნაშრომია შექსპირის ბიოგრაფია — „ნება სამყაროში“, რომელიც „ნიუ იორკ ტაიმსის“ ბესტსელერების სიაში 9 კვირის განმავლობაში ირიცხებოდა.[12]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Cardenio — American Repertory Theater
- The Cardenio Project დაარქივებული 2020-09-29 საიტზე Wayback Machine.
- The Johns Hopkins Guide to Literary Theory and Criticism
- The Norton Anthology of English Literature
- გარეგნობა C-SPAN-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Pallardy R. Encyclopædia Britannica
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ 5.0 5.1 5.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 6.0 6.1 https://www.nytimes.com/2011/09/28/books/the-swerve-how-the-world-became-modern-by-stephen-greenblatt-review.html
- ↑ http://www.full-stop.net/2011/11/08/interviews/alex/stephen-greenblatt/
- ↑ Guggenheim Fellows database
- ↑ https://www.pulitzer.org/prize-winners-by-category/223
- ↑ https://gsas.yale.edu/documents/wilbur-cross-medalists-1966-2023-year
- ↑ Stephen Greenblatt | Biography, Books, & Facts | Britannica.com
- ↑ Rachel Donadio. (23 იანვარი, 2005) Who Owns Shakespeare?. ციტირების თარიღი: March 2, 2012.