სვიმეონ შოთაძე
ქართველი პოეტი
სვიმეონ შოთაძე — XVI საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი. ათაბაგ ყვარყვარე III-ის (1516-1535) თანამედროვე. სადგერის წმ. გიორგის ეკლესიის დეკანოზი. მას ეკუთვნის 16-მარცვლიანი შაირით დაწერილი, წმ. გიორგისადმი მიძღვნილი 25-სტროფიანი ოდა, რომელიც აღმოაჩინეს ილ. აბულაძემ და ქრ. შარაშიძემ. მათი ვარაუდით, შოთაძის გვარი შოთა რუსთაველიდან უნდა მომდინარეობდეს.
სვიმეონ შოთაძე | |
---|---|
საქმიანობა | პოეტი |
პერიოდი | XVI საუკუნე |
ლიტერატურა
რედაქტირება- თაყაიშვილი ე., ჩხარის ეკლესიის სიძველენი, «საქართველოს მუზეუმის მოამბე», 1951, ტ. 15 B;
- კეკელიძე კ., პოეტი შოთასძე, მის წგნ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 4, თბ., 1957;
- რუხაძე ტ., პოეტი სვიმეონ დეკანოზი შოთას-ძე (შოთაშვილი), «ლიტერატურული ძიებანი», 1944, ტ. 3;
- ჩხარტიშვილი ა., მამნე ოქრომჭედელი, თბ., 1978;
- Абуладзе И. В., Шарашидзе Х. Г., К вопросу об имени и родине Руставели, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე», 1941, ტ. 2, № 7;
- ონიანი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 16.