სვეტლანა ბურლაკი
სვეტლანა ბურლაკი (რუს. Светла́на Анато́льевна Бурла́к, დ. 12 ივნისი, 1969) — რუსი ლინგვისტი, ტოქარული ენების სპეციალისტი და ავტორი რიგი ზოგადი შრომებისა კომპარატივისტიკისა და ადამიანური ენის წარმოშობის შესახებ.
სვეტლანა ბურლაკი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 12 ივნისი, 1969 (55 წლის) |
დაბ. ადგილი | ივანოვო |
მოქალაქეობა | რუსეთი |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, mind gamer და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
სვეტლანა ბურლაკი არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (2013), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი 2015 წლის 22 დეკემბრიდან.
აკადემიური გზა
რედაქტირება1991 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიური ფაკულტეტის სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის განყოფილება და დაიცვა სადიპლომო ნაშრომი თემაზე „პრატოქარული ენის ფონოლოგიური სისტემის რეკონსტრუქციისათვის“. სამეცნიერო ხელმძღვანელი ს. სტაროსტინი.
1995 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში სერგეი სტაროსტინის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია „ტოქარული ენების ისტორიული ფოენტიკა“ და მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
2013 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ევოლუციური მექანიზმები და ადამიანური ენის ფორმირების ეტაპები“ და მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
2015 წლის დეკემბრიდან სვეტლანა ბურლაკი არის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი.
პუბლიკაციები
რედაქტირება- Бурлак С. А. Историческая фонетика тохарских языков. („ტოქარულ ენათა ისტორიული ფონეტიკა“) — М.: Институт востоковедения РАН, 2000. — გვერდი 274. — ISBN 5-89282-149-8
- Бурлак С.А., Старостин С.А. Сравнительно-историческое языкознание („შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერება“): Учеб.для студентов вузов. — М.: Academia, 2005. — გვერდი 430. — ISBN 5-7695-1445-0
- Бурлак С. А. Происхождение языка: новые материалы и исследования („ენათა წარმოშობა: ახალი მასალები და კვლევები“) : обзор. — М.: ИНИОН РАН, 2007. — გვერდი 78. — ISBN 978-5-248-00302-0
- Бурлак С. А. Происхождение языка: Факты, исследования, гипотезы. („ენის წარმოშობა: ფაქტები, კვლევები, ჰიპოთეზები“) — М.: Corpus, 2011. — გვერდი 462. — ISBN 978-5-271-31205-2
- Бурлак С. А. Происхождение языка: факты, исследования, гипотезы („ენის წარმოშობა: ფაქტები, კვლევები, ჰიპოთეზები“). — 2-е изд., перераб. и доп. — М.: Альпина нон-фикшн, 2019. — გვერდი 607. — 3000 ეგზემპლარი. — ISBN 978-5-00139-059-6
საჯარო-პოპულარული გამოსვლები, საზოგადოებრივი ცნობადობა
რედაქტირება- „ენათა წარმოშობა.“
- „ენა – წარმოშობის თვალსაწიერიდან.“
- „ენის წარმოშობა ადამიანის ევოლუციის მსვლელობაში.“
- „ენის წარმოშობა: ახალი წარმატებები.“
- „ენობრივი ცვლილებების მექანიზმები.“
- „როგორ ანაწილებს ენა რეალობას.“
- „ენის ევოლუცია.“
- „გრამატიკული გენები.“
- „ნასესხობანი რუსულ ენაში.“
- „ლინგვისტური კომპარატივისტიკა.“
- „კომუნიკატიური სისტემები.“
- „კომუნიკაციის სისტემები ცხოველთა სამყაროში.“
- „პირაჰანის ენა და სასაუბრო მეტყველება.“
- „ენათა ნათესაობა. როგორ დავადგინოთ იგი.“
- „პირდაპირი ეთერი „პასუხები კითხვებზე.“
- „მეცნიერები მითების წინააღმდეგ 2-6. მითების სიტყვებისა და ენების ისტორიაზე. საიდან ჩნდება ისინი?“
- „მეცნიერები მითების წინააღმდეგ 9-9. კირილიცა ვერსუს „ბუკვიცა“.“
- „ვინ ცვლის ენას?“
- „საიდან ჩნდება პიჯინები და კრეოლური ენები?“
- „ლინგვისტი სვეტლანა ბურლაკი ენების შენარჩუნებაზე, ლინგვისტიკაზე, ლექტორებზე და ა.შ.. (ინტერვიუ)“
- „რომელ ენაზე ლაპარაკობდნენ სლავები?“
- „რა უშლის ადამიანებს ხელს გაიაზრონ ევოლუცია?“
- „პირველად ვინც დანაწევრებულად ამეტყველდა, იყო ნეანდერტალელთა და ადამიანთა მოდგმის საერთო წინაპარი ჰაიდელბერგელი კაცი“
- „ჰების წესის როლი ენობრივ ცვლილებებში“