სვეტის ეკლესია

(გადამისამართდა გვერდიდან სვეტის ტეტრაკონქი)

სვეტის ეკლესიაშუა საუკუნეების ეკლესია სოფ. სვეტთან (თურქ. Seyitler), ისტორიულ კლარჯეთში (ახლანდელი თურქეთის ართვინის პროვინცია). განადგურებული.

სვეტის ეკლესია
სვეტის ეკლესია — თურქეთი
სვეტის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°12′22″ ჩ. გ. 41°51′19″ ა. გ. / 41.2062972° ჩ. გ. 41.8554083° ა. გ. / 41.2062972; 41.8554083
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ტეტრაკონქი
დეტალები
სიგრძე 14.5 მ
სიგანე 12.6 მ

ჭრილი

მასზე არსებული უადრესი ცნობები ა. პავლინოვის 1888 წლის ექსპედიციის მასალებშია.[1] ტაძარი იყო უჩვეულო მოყვანილობის – უგუმბათო ტეტრაკონქი. მისი ცენტრალური ნაწილი იყო დასავლეთ-აღმოსავლეთის ღერძზე ოდნავ წაგრძელებული დარბაზი, გადახურული ცილინდრული კამარით. მას ოთხივე მხრიდან აფსიდები უკავშირდებოდა. ჩრდ. და სამხრ. აფსიდებს გვერდებზე მცირე სათავსოები ჰქონდა. შენობის სტრუქტურა ჩაწერილი იყო 16-წახნაგაში, რომლის ცენტრშიც ამოიზრდებოდა ორი ქანობით გადახურული შუა ცალნავიანი მოცულობა.

ტეტრაკონქზე მცირე ცნობა დატოვა პრ. უვოროვამ.[2] ვარაუდობენ, რომ ტეტრაკონქის ნაშთია „ქილისე ქაფის“ (სიტყვასიტვყვით: კარის ეკლესია) სახელით ცნობილი ნანგრევები სოფლის შემაღლებულ ადგილას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება