სეითლერი (ართვინის რაიონი)

სეითლერი (თურქ. Seyitler) — სოფელი ართვინის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი.

სოფელი
სეითლერი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი ართვინი
კოორდინატები 41°11′47″ ჩ. გ. 41°50′13″ ა. გ. / 41.19639° ჩ. გ. 41.83694° ა. გ. / 41.19639; 41.83694
ადრეული სახელები სვეტი
ცენტრის სიმაღლე 580±1 მეტრი
მოსახლეობა 1 224 (2000)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3
საფოსტო ინდექსი 08100
სეითლერი (ართვინის რაიონი) — თურქეთი
სეითლერი (ართვინის რაიონი)

სოფლის ქართული სახელწოდებაა სვეტი.[2][3] სოფელი სვეტი თავის ისტორიას X საუკუნეში, აქ ეკლესიის აშენების შემდეგ იწყებს. სოფელი XVI საუკუნემდე შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში, შემდეგ ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო. ოსმალეთის 1835 წლის აღწერით სოფელში დაფიქსირდა 22 კომლი.[4]

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სვეტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში. წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის 16 მარტს დაიდო მოსკოვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სოფელი ოსმალეთის შემადგენლობაში გადავიდა.[5] ოთხი წლის შემდეგ სოფელს სახელის შეუცვალეს.[6]

სოფელ სეითლერში მდებარეობს სვეტის ეკლესია, რომელიც X საუკუნის პირველ ნახევარში ააგეს. ამჟამად მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.[7]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. http://pop-stat.mashke.org/turkey-census2000.htm
  2. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 354, ISBN 9789157871117.
  3. Muvahhid Zeki, Artvin Vilayeti Hakkında Malumat-ı Umumiye, 1927, s. 112.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-06. ციტირების თარიღი: 2021-02-28.
  4. "Artvin kazası (1886 Yılı)”. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-25. ციტირების თარიღი: 2020-04-08.
  5. Mustafa Kemal Atatürk, Nutuk, İstanbul, 1934, 2. cilt, s. 41.
  6. Muvahhid Zeki, Artvin Vilayeti Hakkında Malumatı Umumiye, 2010 (Birinci basım 1927), s. 140, ISBN 9789944197526.
  7. "Sveti", Tao Klarceti - Tarih ve Kültür