სვესულის ბრძოლა
სვესულასთან ბრძოლა | |||
---|---|---|---|
პირველი სამნიტური ომის ნაწილი | |||
თარიღი | ძვ. წ. 343 | ||
მდებარეობა | ქ. სვესულასთან | ||
შედეგი | რომაელთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
სვესულის ბრძოლა — მესამე და უკანასკნელი ბრძოლა სამნიტებსა და რომის რესპუბლიკას შორის, ჩვ. წ. აღ. 343 წელს.
ისტორია
რედაქტირებამარკუს ვალერიუს კორვუსთან პირველ შეტაკებაში დამარცხებულმა სამნიტებმა კვლავ მოიკრიფეს ძალები და სვესულასკენ გაემართნენ. სვესულელებმა შიკრიკი გააგზავნეს კაპუაში მყოფ მარკუს ვალერიუსთან, რომელიც თავისი ლეგიონებით გაემართა სვესულელთა დასახმარებლათ. კონსულმა ბრძანა რომ ჯარისკაცებს მხოლოდ იმდენი სანოვაგე წამოეღოთ რამდენსაც შეძლებდნენ თავისი ხელბარგით.
რომაელები მტრის ბანაკის სიახლოვეში დაბანაკდნენ. სამნიტები მაშინვე საბრძოლოდ გაემზადნენ, მაგრამ როდესაც ნახეს რომ რომაული ბანაკიდან მათთან არავინ არ გამოდის, თვითონ მიუახლოვდნენ. რომაელთა ბანაკი იმდენად მცირე იყო, რომ ამან შეაგულიანა სამნიტები და მათ მოითხოვეს ბანაკის მაშინვე აღება, მაგრამ მეთაურებმა დაუშალეს.
სამნიტებს სანოვაგე ძალიან უჭირდათ, ამიტომ ვინაიდან რომაელები არ ჩქარობდნენ ბრძოლას, მათმა მეთაურება ნება დართეს მებრძოლებს მიმდებარე სოფლები გაეძარცვათ. მარკუს ვალერიუსმა ამით ისარგებლა და ბანაკს მაშუინ დაესხა თავს როდესაც იქ მხოლოდ ყარაულები იყვნენ.
ბევრი სამნიტი კარვებშივე დაიღუპა, ბანაკში კონსულმა ორი ლეგიონი დატოვა და აუკრძალა დანარჩენთა დაბრუნებამდე ბანაკის გაძარცვა. თვითონ კი გაემართა დანარჩენი სამნიტების დასაჭერად. წინ გაშვებულმა მხედრებმა შეძლეს მიმოფანტული სამნიტების ერთად შეყრა და წამოწეულმა რომაელმა ჯარისკაცებმა უამრავი მტერი გაწყვიტა.
ამ ბრძოლის შემდეგ კონსულს 40 000 ფარი მოუტანეს, დაღუპული რა თქმა უნდა უფრო ცოტა იყო. ხოლო შეპყრობილი სამხედრო შტანდარტები კი 170 იყო. გამარჯვებულები დაბრუნდნენ მტრის ბანაკში, სადაც ყველაფერი ჯარისკაცების ნადავლი გახდა.
ამ გამარჯვებას ფართო საერთაშო რეზონანსი მოყვა. ლათინებმა, რომლებსაც უკვე მზად ჰქონდათ ლეგიონები რომთან საომრად, გადააფიქრებინა ომის დაწყება, სხვა ერებმაც იჩქარეს რომთან მეგობრული ხელშეკრულებების გაახლება, კართაგენიდანაც მოვიდნენ ელჩები ამ გამარჯვების მოსალოცად.