სვენ ფიშერი (გერ. Sven Fischer) (დ. 16 აპრილი 1971, შმალკალდენი, გდრ) — გერმანელი სპორტსმენი. 1994 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე სვენ ფიშერმა ინდივიდუალურ შეჯიბრში ბრინჯაო, ხოლო ესტაფეტაში ოქრო მოიპოვა. 1998 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მან კვლავ შესძლო ესტაფეტაში გამარჯვების მოპოვება. 2002 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე სპრინტში და ესტაფეტაში მოიპოვა ვერცხლი. 2006 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მან შესძლო მოეპოვებინა 2 ოქრო სპრინტში და ესტაფეტაში, ასევე ბრინჯაო დადევნების რბოლაში. ფიშერი მსოფლიო ჩემპიონატებზე დღეისათვის 7 ოქროს მედლის მფლობელია. აქედან 4 მოიპოვა ესტაფეტაში (1995, 1997, 2003, 2004) და თითო ინდივიდუალურ რბოლაში და მას-სტარტში (ორივე 1999). 8-ჯერ გახდა ვიცე-ჩემპიონი და 7-ჯერ ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიო თასის ეტაპებზე მან 34-ჯერ გაიმარჯვა და ორჯერ გახდა საერთო ჩათვლის გამარჯვებული (1997-99).

სვენ ფიშერი
Sven Fischer 2003.jpg
პერსონალური ინფორმაცია
სრული სახელი სვენ ფიშერი
დაბადების თარიღი 16 აპრილი, 1971
დაბადების ადგილი შმალკალდენი, დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ
სიმაღლე 185 სმ