სვენბორგი (დან. Svendborg) — ქალაქი დანიაში, კუნძულ ფუნენზე; სვენბორგის მუნიციპალიტეტის ცენტრი. წარმოადგენს ფუნენის მეორე უდიდეს ქალაქს და 2012 წლის მონაცემებით მოსახლეობა 26 897 ადამიანს შეადგენს.[1]

ქალაქი
სვენბორგი
დან. Svendborg
დროშა გერბი

ქვეყანა დანიის დროშა დანია
რეგიონი სამხრეთი დანია
კოორდინატები 55°03′00″ ჩ. გ. 10°36′00″ ა. გ. / 55.05000° ჩ. გ. 10.60000° ა. გ. / 55.05000; 10.60000
ცენტრის სიმაღლე 14 მეტრი
მოსახლეობა 26 897 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 5700
ოფიციალური საიტი svendborg.dk
სვენბორგი — დანია
სვენბორგი

2000 წელს, სვენბორგმა „დანიის წლის ქალაქის“ ტიტული მიიღო, 2007 წელს კი საბაზრო ქალაქობის 750-ე წლის იუბილე იზეიმა.

სვენებორგში მდებარეობს მუზეუმი „ნატურამა“ სადაც გამოფენილია მრავალი სახის ცხოველი.

წერილობით წყაროებშ სვენებორგი პირველად 1229 წელს იხსენიება მეფე ვალდემარ II-ის წერილში, სადაც ის მიუთითებს თავდაცვით ნაგებობაზე, სახელად „სვინებურგზე“. არსებობს სახელის წარმოშობის მრავალი ვერსია, თუმცა ერთ-ერთის მიხედვით ეს დაკავშირებულია ამ არეალში ღორების საკმაოდ დიდ რაოდენობასთან, დანიურად სვენ (svin) ღორს ნიშნავს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. BEF44: Population 1st January, by urban areas database from Statistics Denmark